ზურაბ აბაშიძე: ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

ზურაბ აბაშიძე: ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით  მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

აფხაზეთის რკინიგზის  მონაკვეთის საკითხის განხილვა კარასინთან შეხვედრაზე არ ხდება, განცხადება ამის შესახებ  რუსეთთან ურთიერთობების საკითხში  პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმოამდგენელმა  ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

აბაშიძის განცხადებით, უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რომ თითქოს პრაღაში აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით კულუარულად ხდება გარიგება.

"ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში პრაღაში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს ე.წ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთთან დაკავშირებით. ზოგადად, პრაღაში ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ და არც რაიმე ვალდებულებებს ვიღებთ. ასე რომ, ის თემა, რომ იქ რაღაც კულუარულად ხდება აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით გარიგება, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენ დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით ყველა ორგანიზაციას და უწყებას, ვისაც მეტ-ნაკლებად შეხება აქვს რუსეთის თემასთან. ჩვენს დიალოგს ესწრება და მონაწილეობს ჩვენი საგარეო უწყების წარმომადგენელი. ასე რომ, ყველა დეტალურად საქმის კურსშია, რაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა აბაშიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: