Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
15-11-2012, 13:12
ნანახია: 6411

ქალბატონ ჟენიას _ ვანო მერაბიშვილის დედას ანტიკვარული მაგიდა აჩუქეს!

"ივერიონის" წყარო ახალციხის რაიონის საავადმყოფოში არსებული კორუფციისა და დირექტორის დავით მაისურაძის მიერ სახელმწიფო თანხების მითვისების შესახებ საუბრობს.


მისი თქმით, დავით მაისურაძეს ვანო მერაბიშვილის ოჯახი მფარველობს და ამიტომაც დანიშნეს ის მთავარ ექიმად.


"დავით მაისურაძის მამა, როლანდ მაისურაძე, ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია თუმანიშვილის ბიძაშვილია. მან ქალბატონ ჟენიას 8 000 ლარად ღირებული ანტიკვარული მაგიდა მიართვა სკამებით, როლანდ მაისურაძემ ამავე კლინიკაში მუშაობს ექიმად. თავად დავით მაისურაძის ხელფასი 11 000 ლარს შეადგენს, როლანდ მაისურაძე 6000 ლარს იღებს, ხოლო დავით მაისურაძის მეუღლე მაია ნადირაშვილი ლაბორანტია და ხელფასი 1500 ლარი აქვს. შეიძლება ითქვას, ეს კლინიკა ამ ოჯახისთვის მუშაობს", _ ამბობს წყარო.


მისივე ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, დავით მაისურაძემ, ახალციხის მაჟორიტარი ტეპუტატის ნუგზარ პარუნაშვილის კუთვნილი ბანკის მიერ დაყადაღებული კლინიკა 150000 ლარად შეიძინა. "დავით მაისურაძე წლების მანძილზე უყაირათოდ ხარჯავდა საავადმყოფოს შემოსავლებს. ყოველწლიურად ატარებდა იქ რემონტს, რის საფუძველზეც სოლიდური თანხების ჩამოწერასა და მითვისებას ახდენდა".


ამასთან, ვანო მერაბიშვილის მფარველობით, დავით მაისურაძემ დიდი ფული იშოვა, ყოველწლიურად იცვლიდა ძვირადღირებულ ავტომობილებს, 3 სახლი იყიდა თბილისში და ფეშენებელური აგარაკი აიშენა აბასთუმანში.