Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
10-04-2015, 11:34
ნანახია: 1504

ხათუნა ლაგაზიძე:ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის

"საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის განცხადებაში ნახსენები ფაქტებით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს.

"ამ დროს, როდესაც ხდება ასეთი განცხადებები, ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის. იმიტომ, რომ ეკონომიკური პრობლემები იზრდება, ინვესტიციები მცირდება და ამ დროს ამას ემატება განცხადებები იმის თაობაზე და უკვე არა ერთ, იმის თაობაზე, რომ ინვესტორები განიცდიან ყოვლად აუხსნელ ზეწოლას გადასახადების და ჯარიმების კუთხით", - აცხადებს  ხათუნა ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რეგიონებში, სამართალწარმოებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით საქართველოში შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა გამოცემა FINANCIAL-თან ინტერვიუში განაცხადა.