ჯგუფური გაუპატიურება, საბურავების ქურდობა-რა ხდება მერიაში?

ჯგუფური გაუპატიურება, საბურავების ქურდობა-რა ხდება მერიაში?

არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის "ხელმძღვანელის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელის ნუგზარ მალაღურაძის ცოლისძმა, ვასილ ბექაური, რომელიც ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეა, წარსულში საბურავების ქურდობის ბრალდებით იყო დაპატიმრებული, თუმცა ხაბეიშვილის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს განაჩენში უფრო მძიმე დანაშაულზეცაა საუბარი. საქმე ეხება ჯგუფურ გაუპატიურებას, სადაც ბექაურის გვარიც ფიგურირებს. სასამართლოდან გამოთხოვილ მონაცემებში პირონების იდენტიფიცირება არ ხდება, თუმცა "მედიატორში" აცხადებენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა ბექაურზე იყო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქმეში ნახსენები ბექაური სწორედ ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეა:

 

"ვასილ ბექაური გახლავთ საკრებულოს სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელის ნუგზარ მალაღურაძის ცოლის ძმა, რომელიც არის ნასამართლევი. ეს პიროვნება მუნიციპალიტეტში თავმჯდომარის პოსტს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი ვერ გაიარა, ის მაინც დაინიშან თანამდებობაზე. თუ კომპეტენტური და პროფესიონაკლი ადამიანია, პრობლემა არ არის ვისი ნათესავიც არ უნდა იყოს,მაგრამ როდესაც კონკუსში ჩაჭრის მიუხედავად ნიშნავენ მაღალ თანამდებობაზე, ჩნდება ერთადერთი ვერსია, რომ ადგილი აქვს ნეპოტიზმს და მეგობრულ-ნათესაური ნიშნით თანამდებობაზე დანიშვნას. გარდა ამისა, მიუღებელია საკმაოდ მძიმე დანაშაულში მხილებული ადამიანის ასეთ თანამდებობაზე დანიშვნა...დღეს მას ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს, შემიძლია გადმოგიგზავნოთ განაჩენის, რომელიც სასამართლოდან მივიღეთ, თუმცა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები დაშტრიხულია გასაგები მიზეზების გამო. განაჩენში წერია, რომ ეს ადამიანი ნასამართლევია ჯგუფური გაუპატიურებისთვის"- განაცხადა "პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში ხაბეიშვილმა.

 

გაზეთთან მცირე კომენტარში ბექაურმა ბრალდებას აბსურდული უწოდა, მალაღრურაძემ კი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

წყარო: პრაიმტაიმი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: