გიორგი თევზაძე: არავის არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყნის მეთაურს და მთავარსარდალს!

გიორგი თევზაძე:  არავის არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყნის მეთაურს და მთავარსარდალს!

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა ქვეყანაში დაწყებულ მსჯელობას აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოსახლების საკითხის საჯარო განხილვის შესახებ, და აღნიშნავს, რომ ასეთი კურიოზი და მასზე მსჯელობა მხოლოდ საქართველოში მოხდეს.

"ქვეყნის პრეზიდენტი საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოახლონ და სხვა შენობაში მიუჩინონ ადგილი ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. (ამჟამად საუბარია ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელიც საპრივატიზაციო შენობათა ნუსხაშია შეტანილი.) ალბათ ორიგინალობის მიდგომით უნდათ გააოცონ მსოფლიოც , მიმაჩნია რომ არავის არ უნდა ავიწყდებოდეს , რომ პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყნის მეთაურს და მთავარსარდალს. და მისი თანამდებობა არჩევითია, ამიტომაც ასეთი მიდგომა საქართველოს იმიჯზე არასახარბიელოდ იმოქმედებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, სხვა რომ არაფერი განვაცხადოთ"- აღნიშნულია  გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: