Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
24-04-2015, 10:10
ნანახია: 1366

ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-იურისტი დააკავეს

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი დააკავა.

 

გამოძიების ინფორმაციით, მან თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს დაპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებაში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის ორ სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.