არ აღიარებული გენიოსი, ანუ რატომ ბლოკავენ გიორგი სამარღანაშვილს?!

არ აღიარებული გენიოსი, ანუ რატომ ბლოკავენ გიორგი სამარღანაშვილს?!

უფრო ზუსტად, აღიარებული, მაგრამ რატომღაც დღემდე ვერ გაიკვლია გზა ამ მომღერალმა ფართო აუდიტორიამდე.

გიორგი სამარღანიშვილის უნიკალური ვოკალურ მონაცემებზე არაერთ სპეციალისტს გამოუხატავს აღტაცება, მაგრამ რატომღაც მას „ვიღაც თუ რაღაც“ დიდი მონდომებით ბლოკავს.

გთავაზობთ ინტერვიუს.

-გიორგი, რატომ ხარ სულ გაბრაზებული? ...სულ, არა მაგრამ უფრო მეტად ბრაზობ...

- განა შეიძლება ასეთ კოფა-გარემოში ნორმალური ადამიანი მშვიდად იყოს? ეს ნორმალური ადამიანის სწორი რეაქციაა...

- რაზე ოცნებობ? (იმ „ოცნებას“ არ ვგულისხმობ).

- მე არასდროს ვოცნებობ, რაც მინდოდა, ეს უფლისგან იყო და ამას პატარაობიდანვე ვგრძნობდი, როდესაც გავიზრდებოდი მსახიობი ან მომღერალი უნდა გამოვსულიყავი... ეს იყო ჩემი მიზანი და არა „ოცნება“. ოცნებობენ სუსტები, რადგან ოცნებები არასოდეს ახდება! მიზანია მთავარი!

- მაშ თუ ასეა, რატომ ვერ გახდი აღიარებული მომღერალი? ესეიგი, გამოდის რომ შენი ბავშვობის მიზანი ოცნებად დარჩა!

- არა, მე მომღერალი გავხდი, მაგრამ მხოლოდ იუთუბიზე, ფეისბუქში და რადიო არხებზე... ხანდახან იმ შენობის სახელიც მავიწყდება, სადაც დიდი კონცერტები იმართება ხოლმე ქალი,რომ დგას მოკრძალებულად,ხო გამახსენდა ფილარმონია ქვია... იქ ქართული საესტრადო კონცერტების გარდა ყველა ფერად კანიანი ხალხის შემოქმედება იმართება...და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის შემოქმედებასაც მსოფლიომ დაუჩოქა და ტაში დაუკრა

-გეთანხმები, შემიძლია უსასრულოდ ჩამოვთვალო მსოფლიო დონის საოპერო თუ ესტრადის მომღერლები, რომლებმაც წარმატებას მხოლოდ უცხოეთში მიაღწიეს! რა გამოდის, აქ არ ამჩნევენ ნიჭიერებს თუ „ვერ ამჩნევენ“?

- ნიჭიერება, რომ დაინახო, თავად უნდა იო ნიჭიერი, ფაქტი სახეზეა რასაც ხედავენ და ვისაც უსმენენ. ქართველების მოყვარული ხალხი უნდა მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. „ცისფერი მთების“ ხანა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ!

-არ გიცდია უცხოეთში წასვლა? აი, რუსეთში წასული ყველა ქართველი მომღერალი დღეს აღიარებულია და მშვენივრად ცხოვრობს! მე ვიცი, რომ ეთერ ლამორისმა ჭყონიამ, თემურ ცაგურიამ, ოთარ ტატიშვილმა და სხვებმა მაღალი შეფასება მისცეს შენს ვოკალურ შესაძლებლობებს და ხმის ორგინალურ დიაპაზონს... იქნებ რუსეთში გეცადა ბედი...

- 37 წელი არც ახალგაზრდობაა და არც სიბერე..ეს დიდებული ასაკია, როდესაც უკვე შემდგარი ხარ ყველანაირად... საზღვარგარეთ მე თუ ოდესმე წავალ, მხოლოდ საქართველოს სახელით, მაგრამ თუ წაგიყვანენ არასოდეს მოგცემენ  საქართველოს სახელით გამოსვლის უფლებას! კაი ბატონო, წავალ, მაგრამ ვინღა დარჩება „კლასში მასწ“? ხმას რაც შეეხება, კომპლიმენტებს დიდი ხანია მიჩვეული ვარ და ეს ძალაინ მსიამოვნებს...

სულიკო კოროშინაძის მოსწავლე ვიყავი და მას უნდოდა ჩემი გაზრდა ბოლომდე, მაგრამ არ იყო ამის საშუალება 90-იან წლებში ძალიან ჭირდა.

- გიორგი, ინტერნეტს ყველაზე მეტი მკითხველი და მსმენელი ყავს, იქნებ ამ ინტერვიუს შემდეგ მაინც „დაიძრას ყინული“ და „სამართლიანობამ“ შენს შემთხვევაში მაინც იზეიმოს! წარმატებას გისურვებ!

- მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დიდებული ადამიანი დღესაც მოღვაწეობს სამთავრობო დონეზე და იმედი კიდევ დარჩა რაღაცის. გამიგია, ნოდარ დუმბაძის მოსწავლე და მეგობარი იყავით და ეს გულისხმიერებაც ალბათ იქიდან გამოგყვათ. გმადლობთ, რომ დრო გამონახეთ ჩემთან სასაუბროდ!

https://www.facebook.com/100007937680131/videos/1564587660482475/?pnref=story

https://www.facebook.com/100007937680131/videos/1496233760651199/

 


                                       ესაუბრა თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: