Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
8-05-2015, 10:45
ნანახია: 711

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება

"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის წელს ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება. შენობა აშენდება მცხეთაში ან თბილისში." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 "ეს ისტორიული მოვლენა იქნება, რადგან საქმე არ ეხება ერთი კონკრეტული სამინისტროს კუთვნილებას. ეს არის ჩვენი ეროვნული საგანძური, რომელსაც სათანადო ყურადღების მიქცევა სჭირდება. წელს ვაპირებთ დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა. საქართველოს ექნება შესაბამისი დონის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობა. ეს შეიძლება იყოს მცხეთაში ან თბილისში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრისას.