Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
15-05-2015, 18:40
ნანახია: 1540

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად ანა დოლიძე, ბესიკ ლოლაძე და დავით ებრალიძე დაინიშნენ

თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მოადგილეები წარადგინა. 

 

როგორც საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა მისი პირველი მოადგილე დავით ებრალიძე იქნება. თინა ხიდაშელის განცხადებით ის კურირებას სამინისტროში ფინანსურ მხარეს გაუწევს. 

 

თინა ხიდაშელის კიდევ ერთი მოადგილე ანა დოლიძე იქნება. რომელიც, როგორც მინისტრმა განაცხადა, სამხედროების უფლებების დაცვის კუთხით იმუშავებს. ასევე ანა დოლიძე კურირებას გაუწევს იმ სამხედროებს, რომლებმაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მიიღეს მონაწილეობა. 

 

თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ბესიკ ლოლაძე იქნება. როგორც მინისტრი ამბობს, ლოლაძე საპარლამენტო მდივნის ფუნქციას შეითავსებს. 

 

თინა ხიდაშელმა დღესვე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კიდევ ორ მოადგილეს უახლოეს პერიოდში წარადგენს. 

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით მომავალი მოადგილეები ამ დროისთვის უცხოეთში იმყოფებიან. თინა ხიდაშელს დღეს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.