Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
18-05-2015, 14:13
ნანახია: 10145

We Are The Mighty-მა მსოფლიოში ათი ყველაზე ძლიერი არმიის სია გამოაქვეყნა

ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა  - We Are The Mighty-მა მსოფლიოში ათი ყველაზე ძლიერი არმიის სია გამოაქვეყნა. "ლიგა ნეტის" ცნობით, პირველი ადგილი აღნიშნულ რეიტინგში აშშ-ის არმიამ დაიკავა, მეორე რუსეთმა, მესამე კი ჩინეთმა.
კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზე მყოფი აშშ თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებისათვის წელიწადში 577 მილიარდ დოლარს ხარჯავს, რაც დანარჩენი ცხრა ქვეყნის თავდაცვით ბიუჯეტზე გაცილებით მეტია. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ეს ქვეყანა წელიწადში 60 მილიარდ დოლარს ხარჯავს თავდაცვის სფეროსთვის. იგი დიდი რაოდენობის შეიარაღებას ფლობს, როგორც ჯავშანტექნიკას, ასევე სამხედრო-საზღვაო ფლოტს.
ჩინეთს სიდიდით მეორე სამხედრო ბიუჯეტი აქვს, მას ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს მსოფლიოში. რაც შეეხება რეიტინგის სხვა ქვეყნებს, მეოთხე ადგილს ინდოეთი, მეხუთეს- დიდი ბრიტანეთი, მეექვსეს - საფრანგეთი, მეშვიდეს - სამხრეთ კორეა, მერვეს - გერმანია, მეცხრეს - იაპონია, ხოლო მეათეს თურქეთი იკავებს.