Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (8)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
21-05-2015, 21:17
ნანახია: 1632

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში დღეს, განათლების სამინისტროსთან გამართული აქციის დროს მომხდარ ინციდეტზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს. აბესაძის თქმით სამინისტროში, აქციის მონაწილეებთან ერთად მისულმა, "ნაციონალურმა მოძროაბის" წევრმა ნიკა მელიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

 

"დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სასკოლო ასაკთან დაკავშირებით მოვიდა მშობელთა საინიციატივო ჯგუფი. ამ საკითხზე გაიმართა მინისტრისა და მათი შეხვედრა. მშობლებთან ერთად, მოდი ესე ვიტყვი მშობლებზე მეტი იყვნენ თავისუფალი ზონის და ნაციონალური მოძრაობის წევრები. მინისტრთან შეხვედრაზე ასაყვანად ჩავედი მე სადაც ვესაუბრე დეპუტატ კობა სუბელიანს და ნაც. მოძრაობის წევრ ნიკანორ მელიას. ცხადია მათ სურდათ "შოუ" და პროვოკაცია რასაც ვერ მიაღწიეს და ამ დროს ბ-ნი ნიკანორი დისკუსიის დასრულებისას მომიახლოვდა, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ( მიჩქმიტა მუცელზე ე.წ. ღიპზე) ბ-ნი ნიკანორი სავარაუდოდ არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. (ყნოსვით მივხვდი) ცხადია ამ პროვოკაციას არ წამოვეგე და ვიდეოს ბოლოში კობა სუბელიანს მივმართავ რომ თავის თანაპარტიელ ბ-ნ ნიკანორ მელიას ასწავლოს, რომ შეხვედრებზე ოპონენტს არ უნდა უჩქმიტოს. დანარჩენს დაწვრილებით დღეს 21:15 წუთზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ბატონ დავით აქუბარდიას გადაცემაში დეტალურად აღვწერ შეხვედრას და ნაციონალური მოძრაობის მორიგ პროვოკაციას",-წერს აბესაძე

 

http://iverioni.com.ge/uploads/posts/2015-05/1432228664_2.png