Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
22-06-2015, 16:22
ნანახია: 2517

კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს!

უპირველეს ყოვლისა მინდა მივუსამძიმრო 13-14 ივნისის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს. ნათქვამია, „ურემი, რომ გადაბრუნდება, გზა შემდეგ გამოჩნდებაო“, ურემი უკვე გადაბრუნდა, მაგრამ გზა გამოჩნდა თუ არა, ეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავინახოთ!

ტრაგედიის მიზეზებსა და ამ ტრაგედიაში დამნაშავე ადამიანების შესახებ საუბრით თავს არ შეგაწყენთ - ამჯერად მინდა გამოვეხმაური გეომორფოლოგ მურაზ გონგაძის მოსაზრებას თბილისის უბნმების მიხედვით მეწყერ საშიში ზონებზე. მისი თქმით ეს ადგილებია:

მუხათგვერდისკენ არსებული ფერდობები, გლდანის  მკრ-თან არსებული სასაფლაო, თემქის ფერდობი, ლოტკინის მთა, მახათს მთა, მთაწმინდის ფერდობები.

თუმცა, მეწყერზე უფრო საშიში წლების განმავლობაში გამავალი თბილისის რკინიგზაა, რომელზეც არაერთხელ მოხდა ავარია! (მადლობა ღმერთს, ადამიანთა მსხვერპლი არ ყოფილა). მახსოვს ამ ბოლო ხანებში ე.წ. ხიდებთან სატვირთო მატარებელიც გადავიდა რელსებიდან, რასაც ათეულობით ტონა ნავთობის დაღვრა მოჰყვა - მოსახლეობას ამჯერადაც გაგვიმართლა, მაგრამ ვინ არის დაზღვეული, რომ ხვალ, ზეგ ან 50-100 წლის შემდეგ არ მოხდება ავარია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვება?

რამდენადაც ვიცი, 2013 წლის მაისში „შემოვლითი რკინიგზა“ უნდა დამთავრებულიყო, თუმცა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მშენებლობა არ გაგრძელებულა.

ვფიქრობ, დროა დავამთავროთ თბილისის „შემოვლითი რკინიგზის“ მშენებლობა - ჯიუტო თხების პოზიციას ნუ დავიჭერთ!

კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს!

რევაზ ფახურიძე