დიმიტრი ქუმსიშვილი: აღნიშნული პროექტი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას მოგვცემს

დიმიტრი ქუმსიშვილი: აღნიშნული პროექტი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას მოგვცემს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საავიაციო ნაწილების ქარხნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ქუმსიშვილმა განმარტა, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, საქართველოში რომ არ არსებობდეს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი. 

 

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით მაღალტექნოლოგიური კომპანიის მშენებლობის საწყის ეტაპზე, აღნიშნული პროექტით საქართველოში შემოდის არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციები, არამედ ცოდნაც. თვითონ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი, რომელიც თავის მხრივ ახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და წილობრივი მონაწილეობით შედის მათში. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების მცირე ნაწილში, ასევე მონაწილეობს პროექტი "აწარმოე საქართველოში", რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა მიწის გადაცემა.

 

მივესალმებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მივესალმებით მაღალი ტექნოლოგიების შემოსვლას ქვეყანაში. თვითონ კონტრაქტი, რომლითაც აღნიშნული ინვესტიცია იწყება, არის დაბალანსებული და მასში გათვალისწინებულია ყველა ის შესაძლო რისკი, რომელიც ამ კონტრაქტს შეიძლება ახლდეს. ვთვლით, რომ აღნიშნული სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, სარგებელს მოუტანს თვითონ კომპანიას და ასევე ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავიდეთ საერთაშორისო ასპარეზზე", - აღნიშნა ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: