ჯონდი ბაღათურია : რუსეთთან მოკავშირეობის გარეშე საქართველოს განვითარების საშუალება არ ეძლევა

ჯონდი ბაღათურია : რუსეთთან მოკავშირეობის გარეშე საქართველოს განვითარების საშუალება არ ეძლევა

,,ქართული დასის"" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მოსკოვში გაემგზავრა.

 

რუსეთის დედაქალაქში ის რამდენიმე შეხვედრას გამართავს, ამის შესახებ ბაღათურიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ვიზიტის ფარგლებში ის როგორც პოლიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ისე ქართულ დიასპორას შეხვდება.

 

,,ჩვენი ამოცანა და სახელმწიფოს ინტერესი არის, რომ რუსეთთან აღდგეს არამხოლოდ ჩვეულებრივი, ნორმალური ურთიერთობა, არამედ სამოკავშირეო ურთიერთობებიც და საქართველომ მიიღოს გარანტიები თავისი სტაბილურობის, ერთიანობის და მიიღოს საშუალება და პესრსპექტივა განვითარების. რუსეთთან მოკავშირეობის გარეშე საქართველოს განვითარების საშუალება არ ეძლევა და არც მიეცემა საშუალება"", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: