Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
14-09-2015, 15:51
ნანახია: 1644

დავით ფერაძე: თუ პედაგოგების საპროტესტო ტალღა აგორდა, მთებს გადადგამენ!

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კვლავ გააგრძელეს ტრადიციული „მოკრძალებული“ ხარჯებით ცხოვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩინოვნიკებმა, მათ შორის ყველაზე მადიანმა მინისტრმაც.

 

ჩინოვნიკებზე წლის პირველ ნახევარში ხელფას-დანამატების სახით გაცემულია სულ: 813063,35 ლარი ანაზღაურება, ხოლო პრემია - 168 949 ლარი. სხვა რიგით  თანამშრომლების  პრემიამ 295 478ლარი შეადგინა.შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება სახელმწიფოს დაუჯდა 610772,23 ლარი ანაზღაურება, ხოლო მათზე გაიხარჯა პრემია - 175812,5ლარი. საერთოდ, საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს პრემიების გაცემას. რა საჭიროა ეს ყოველთვიური პრემია? აღარ უნდა დასრულდეს?

 

ამავდროულად, კიდევ ვიმეორებ:ჩინოვნიკებზე გაცემული პრემია ზნეობრიობის ასპექტით განიხილება. პრემიების ასე პანტა-პუნტით დარიგებით დასტურდება,რომ სანიკიძე და მისი ჩინოვნიკები სინდისთან და მორალთან საკმაოდ მწყრალად არიან.

 

რაც შეეხება შტატგარეშეებს - მორალურთან ერთად მათი პრემირების სამართლებრივი მხარეც გაურკვეველია. ხაზგასმით ვსვამ ამ შეკითხვას და იქნებ ერთხელ მაინც ვინმემ მიპასუხოს: მე არ მესმის, რას ნიშნავს შტატგარეშე მოსამსახურის პრემია, მითუმეტეს, თქვენ იცით რომ შტატგარეშეებში ბლომად ჰყოლიათ ყავის მომდუღებლები, პროდუქტებით მომმარაგებლები და ა.შ. _ ამბობს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე.

 

- მთლიან უწყებაზე რამდენი ლარის პრემიაა გაცემული?

 

საბოლოო ჯამში სანიკიძის უწყებაში ამ წლის ექვს თვეში გაცემულია  640239,5 ლარი პრემია. სულ  კი, ყველაფერი ერთად -  ხელფასი, დანამატი, პრემია 3 მილიონ  032009,24 ლარია

 

- მინისტრის შემოსავალში არის რამე ცვლილება?

 

თავად სანიკიძისა და კიდევ რამდენიმე მსხვილი „მყვლეფავის“ ხარჯებიც საკმაოდ უხვია. როდესაც პირველად ვამხილე სანიკიძე კოლოსალურ  პრემიებში, იმის მერე პრემია აღარ აუღია, სამაგიეროდ, როგორც მაცნობებენ, ფინანსები სხვა კუთხით „გადაქაჩა“. ყველას მოგეხსენებათ ე.წ. შავი ბუღალტერიის ფენომენი, და მით უმეტეს ბუღალტერ სანიკიძისთვის ეს უცხო ხილი არ უნდა იყოს.

 

- მაინც, რა რაოდენობისაა სანიკიძის ანაზღაურება?

 

სანიკიძის ხელფასია  3540 ლარი,  დანამატი 2710 ლარი ისე, რომ მინიტრის ყოველთვიური შემოსავალი 6250 ლარი გამოდის. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, ისიც, რომ რა თქმა უნდა, ეს საშემოსავლოს ჩათვლითაა.  ეს, უშუალოდ  ანაზღაურებაა, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა უჯდება ამ არაპროფესიონალი ადამიანის ყოველდღიური შენახვა სახელმწიფოს, მისი მივლინებები, ავტომანქანით მომსახურებები, მისი ოჯახის წევრების მომსახურები -  ამაზე ადრეც ვისაუბრეთ და როგორც იცით ეს თანხა ყოველდღიურად 600 ლარს აღემატება. და რაში იყრება ეს ფული? იმაში, რომ სანიკიძე წარმატებით ანგრევს განათლებას და ქვეყნის მომავალს. ამ თანხებს ცოტათი ჩამორჩება სხვა ჩინოვნიკების ანაზღაურება. მაგალითად:  მოადგილეების ხელფასიები 2700-2900, ხოლო ყოველთვიური დანამატი 1475 ლარია. რაღა თქმა უნდა, მათ რიცხვშია ყველაზე ბნელი, ყველაზე მაქინატორი, სანიკიძის მარჯვენა ხელის - ალექსანდრე  ონოფრიშვილის ანაზღაურებაც, რომელიც შიდა აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და რომელიც ორიენტირებულია ყალბი საქმეების შეთითხვნაზე. როგორც იცით, მის სიყალბეს შეეწირა 116-ე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაც. ონოფრიშვილის აფიორებზე, თუ გნებავთ, მომავალში კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და ახლა ამით შემოვიფარგლოთ.

 

ასევე, ვერ გამოვტოვებ პიარ სამსახურს, აქაც გაბერილი აქვთ შტატები და პრემიებსაც არ უჩივიან და რისთვის?იმისთვის, რომ პრესას ან საერთოდ არ უპასუხონ, ან სისულელეები აფრქვიონ? ან კიდევ ყალბი ფეისბუქგვერდები შექმნან და ჩემზე მიიტანონ იერიშები? აი, მაგათი „ქამრის შემოჭერა“!

 

- სახელმწიფო  შესყიდვებში როგორია სამინისტროს ხარჯები

 

საკმაოდ დიდი თანხებია აქაც. სკოლებს გროშებზე დადევენ და საქმეებს „უკერავენ“, სამინისტროს კი 6 თვის განმავლობაში მომსახურების შესყიდვაზე გადახდილი აქვს3 მლ 264773,69 ლარი, ხოლო საქონლის შესყიდვაზე  43695,55 ლარი. რა თქმა უნდა მასში შედის რესტორნების, ფურშეტების და ა.შ ხარჯები.

 

თუმცა, ერთი დადებითი ისაა, რომ ეს ხარჯები მაღალმთიანი რეგიონების მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზეცაა გაწერილი. ამ მხრივ გაბერილია თუ არა რიცხვები, დარწმუნებით თქმა არ შემიძლია.

 

აქვე გეტყვით, რომ  სამინისტრომ ამ წელს კიდევ ერთი ახალი ავტომანაქანა შეიძინა, ესაა 28 910 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი MERCEDES BENZSPRINTER. ოღონდ, ნამდვილად არ ვიცი,  რა დანიშნულებით შეიძინეს ამ კონფიგურაციის ავტომობილი.

 

- მივლინებასთან დაკავშირებით როგორაა საქმე?

 

რამდენიმე ხელმძღვანელი პირის მივლინების ხარჯებმა გასულ 6 თვეში შეადგინა 7 339 ლარი, ხოლო სხვადასხვა ჩენოვნიკებთან ერთად სულ მივლინებაში დახარჯეს 70 197 ლარი.

 

რაღა თქმა უნდა, ეს თანხები არის ოფიციალური მონაცემები, რამდენად რეალურად ასახავს ის სიტუაციას, და განხორციელდა თუ არა სინამდვილეში ესა თუ ის მივლინება, არსებობს თუ არა რეალობაში რამდენიმე შტატგარეშე თანამშრომელი, ეს სხვა საკითხია და სხვა მოკვლევის თემაა.

 

სანიკიძის უწყება დაგვპირდა, რომ ბიუჯეტს ეკონომიურად დახარჯავდა

 

სანიკიძის ჩინოვნიკებზე ეს  უხვი ხელფას-დანამატები და პრემიები გაიცემა დაპირებული „ქამრის შემოჭერის“ ფონზე.  სამაგიეროდ არ დაბეჭდეს ახალი სახელმძღვანელოები, არ მიიღეს პირველ კლასში ათასობით მოსწავლე... აი, ვის ხარჯზე მოხდა ბიუჯეტის დაზოგვა და „ქამრის შემოჭერა“ რაღა თქმა უნდა დაზოგვა შეეხო მასწავლებლების ხელფასებსაც...

 

- რატომ, პედაგოგების საბაზო ხელფასი ხომ იზრდება?

 

როგორც იცით, საბაზო ხელფასი რეალურად მხოლოდ 40 ლარით იზრდება. ე.წ. პრაქტიკოს, ანუ, არასერთიფიცირებულ  მასწავლებლებს მეტი არ მოემატებათ. უმრავლესობას კი ასეთები შეადგენენ.  ასევე არ სრულდება დაპირება, რომელიც ითვალისწინებდა ჯერ-ჯერობით არსებული ზედა, ანუ  უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეთა სახელფასო ზრდას.  როგორც  სანიკიძე იძახდა,  ორას ლარამდე გავზრდით მათ ხელფასსო, ხოლო მანამდე რომ სასერთიფიკატო დანამატს იღებდნენ, ეგეც შეუნარჩუნდებთო. მე კი სიცრუის გავრცელებაში მადანაშაულებდნენ მისი ყურმოჭრილი მსახურები. დავდექით თუ არა ახლა ფაქტის წინაშე, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეებსაც არ ემატებათ არც ორასი და არც 150 ლარი?  ვინ არიან უფროსი მასწავლებლები? ვინც სერთიფიცირებულია, ისინი.

 

- მათი ხელფასი როგორ იზრდება?

 

მათ 75 ლარიან სასერთიფიკატო დანამატს (ხელზე ასაღები 60 ლარიანი დანამატი), რომელსაც აქამდეც იღებდნენ,  მოემატება  85 ლარი. ანუ აქედან  ხელზე ასაღები იქნება 68 ლარი.

 

- საბაზო ხელფასი ორივე კატეგორიის მასწავლებლისთვის  გაიზრდება 40 ლარით?

 

დიახ, და ამ 40 ლარის გარდა უფროს მასწავლებელს კიდევ 68 ლარი დაემატება, ჯამში ეს გამოვა მხოლოდ და მხოლოდ 108 და არა 200 ლარი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. არ გეგონოთ რომ მასწავლებლისთვის მინიჭებულმა სტატუსმა პრობლემა მოაგვარა. არა ბატონო, ეგღა აკლია სანიკიძეს, თავის ჯიბეს თუნდაც გროში მოაკლოს და მისთვის საძულველ მასწავლებლებს რამე ასე ადვილად მისცეს. ამ მცირე მატებასაც მხოლოდ  ის პედაგოგები იგრძნობენ, რომლებსაც სრული საათობრივი დატვირთვა აქვთ, ანუ თუ ყოველკირეულად 18 გაკვეთილს ატარებენ. მოგეხსენებათ, რომ ასეთი „ფუფუნება“ იშვიათია და მხოლოდ ქალაქის დიდკონტიგენტიან სკოლებში დასაქმებულებს თუ აქვთ. 18 საათიან დატვირთვაზე ნაკლები თუა, მაშინ მცირდება ანაზღაურებაც და მატებაც.

 

ალბათ, ზოგი იტყვის, ასე თუ ისე, ხო მაინც გაიზარდება ხელფასებიო. მე კი გავიმეორებ იმას, რასაც ერთი წლის წინ ვიძახდი: არსებული საბაზო ხელფასი, მსყიდველობითუნარიანობით მაინც ვერ გახდა ისეთ, როგორიც უკანასკნელი მატების დროს, ანუ 2012 წლის დასაწყისში იყო. მაშინ სრულდატვირთვიანი მასწავლებლის საბაზო ხელფასი 170 დოლარის ექვივალენტი იყო, ახლა კი ამ ოდენობამდე მხოლოდ უფროსი მასწავლებლების ანაზღაურება თუ მიაღწევს.

 

- გამოსავალი?

 

გამოსავალი ისევ ისა, რაც თუნდა ერთი წლის წინ და ესაა პედაგოგების საპროტესტო აქცია. ეს უნდა ყველას, აბსოლუტურ უმრავლესობას, მაგრამ ვერ ბედავს ვერავინ. ცალკეულები კი ხვდებიან, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის, რა ძალა აქვთ.

 

პედაგოგს ვერავინ ვერ შეეხება, ვერავინ ვერ გაათავისუფლებს სამსახურდიან, თუნდაც გაფიცვისთვის. პედაგოგი არც პოლიციელია და არც ჯარისკაცი. მას სრული უფლება აქვს მოითხოვოს, გაიფიცოს. არ არსებობს მათზე ზემოქმედების ბერკეტი, გარდა ამ ცრუ შიშისა, რასაც სანიკიძის ხროვა კარგად იყენებს!

 

მე ხშირად მიკავშირდებიან და მეუბნებიან, დაიწყეთ თქვენ და გამოგყვებითო. მე დიდი ხანია დაწყებული მაქვს, მაგრამ 2000 სკოლის მაგივრად მარტო მე ერთი როგორ გავიფიცო. ამიტომ ვუთხარი მათ და მოვუწოდე და კვლავაც მოვუწოდებ: ადგილებზე თავადვე დაიწყონ პროტესტი. შექმნან სასკოლო საკოორდინაციო ცენტრები ორ-სამი კაცის მონაწილეობით და მერწმუნეთ, მთებს გადადგამენ.

 

 

წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა“