Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
22-09-2015, 12:56
ნანახია: 682

სუპერმარკეტების სუპერაფიორა, ანუ, ვინ დაიცავს სამუშაოს მაძიებელთა უფლებებს?!

 

საინტერესოა, მიუქცევია თუ არა ვინმეს ყურადღება თბილისის დიდ სუპერმარკეტებში გავრცელებული ერთი ამაზრზენი მაქინაციისთვის, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანის უმთავრეს უფლებას - შრომის უფლებას!

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თბილისის თითქმის ყველა სუპემარკეტის ვიტრინებზე  დიდი ასოებითაა გამოკრული განცხადება: გვჭირდება: მოლარე-ოპერატორი, მოლარე, კონსულტატი ან დამლაგებელი (ზოგჯერ ყველა ერთად).

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს, ბუნებრივია,ადვილად წამოეგებიან სამუშაოს მაძიებლები ამ შემოთავაზება-სატყუარაზე... განსაკუთრებით, სამუშაოს მაძიებლებში, გასაგები მიზეზების გამო, სტუდენტები გვხვდებიან...

რა ხდება სინამდვილეში?

დასაქმების მსურველი მიდის ამა თუ იმ სუპერმარკეტში და იქ  გამოსაცდელი ერთი კვირის ვადით ეწყობა. ამ ვადაში ის სხვადასხვა სექციის გამყიდველიცაა, მოლარეც, კონსულტანტიც, მძიმე თუ მსუბუქი საქონლის შემომზიდ-დამსაწყობებელიც, დამლაგებელიც (დამლაგებლის შტატი თითქმის არც ერთ სუპერმარკეტს არ აქვს და ეს საქმეც “შიგნით გვარდება“).

ერთ კვირის თავზე კი მას სუპერმარკეტის შიდა მმართველ-მეთვალყურე სამსახურიდან იმ ახსნა-განმარტებით უშვებს, რომ მუშაობის გაგრძელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ვერ შეიძინა!..

წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იწყებს და ასრულებს სამუშაოს ასე, რომელთა ხარჯზეც სასურსათო მაღაზიის მეპატრონეები კიდევ უფრო მდიდრდებიან. აბსოლუტურად საფუძვლიანად შეიძლება ჩამოყალიბდეს აზრი, რომ ასეთი უფასო მუშახელის შოვნა მხოლოდ საქართველოში თუ შეიძლება, სადაც, კაცმა არ იცის, სად იწყება შრომის კოდექსის პატივისცემა და სად მთავრდება ადამიანის პირუტყვისგან გარჩევა.

ზემოთ ვთქვი, ასეთ სამუშაოს, ძირითადად, სტუდენტობა თანხმდება-მეთქი (თუმცა, არც სხვები უარობენ), რომელთა უმეტესობა, მცირედი ფულის გამომუშავების მიზნით, ხშირად ლექციებს აცდენს ან სწავლას ვერ ასწრებს გამოუძინებლობისა და მთელი დღე ფეხზე დგომის გამო (დააკვირდით, სუპერმარკეტებში ერთ სკამზე მეტს ვერ ნახავთ მოსამსახურე პერსონალისთვის). და ბოლოს, ერთი კვირა“გამოსაცელად“ ნამუშევარს უკაპიკოდ, კინწისკვრით გამოაგდებენ კარში.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტების ოინები ყველამ იცის, “ეშმაკის წყალობით“, სურსათის ბიზნესში ყურებამდე ჩაფლულ და გაქსუებულ ბიზნესმენებს ასეთი მოტყუებული , უფასო  (და არა იაფი) მუშახელი მათ მაინც არ ელევათ.

SOS! ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის ადამიანის აბუჩად აგდებასაც. რომ არაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე, სუპერმარკეტების მესაკუთრეთა მხრიდან ადგილი აქვს შეგნებულ სამართლებრივ გადაცდომასაც, რის გამოც სისტემატურა ირღვევა ადამიანის უფლებები.

იმედია, ამ მანკიერი პრაქტიკით, სათანადო ორგანოები დაინტერესდებიან და ბოლო მოეღება ადამიანების დაცინვას, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით!