Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
24-09-2015, 13:32
ნანახია: 735

თეა წულუკიანი:მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს რეფორმას

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ვენეციის კომისიამ მას უთხრა, რომ "მკაცრი ხელი კარგია, მაგრამ მთლად ასეთი მკაცრი ხელიც არ ვარგა". ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს იხილავენ. 

 

"მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს რეფორმას, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სასამართლომ ბევრი უბედურება გაგვატარა. 

 

პირველად პროექტში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ეწერა, რომ არჩევითი გახდეს სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, ხოლო ის ვინც ამჟამად ბრძანდება სასამართლოს თავმჯდომარე, შეუწყდეს უფლებამოსილება და აირჩიონ ახალი. თუმცა ამას მოჰყვა ჩემი ძალიან დიდი კრიტიკა ვენეციის კომისიისგან როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური და მითხრეს, რომ მკაცრი ხელი კარგია, მაგრამ მთლად ასეთი მკაცრი ხელიც არ ვარგა. ამიტომაც, ფრანგები ამბობენ, რომ მხოლოდ უგონონი არ იცვლიან აზრსო და მე ეს გავითვალისწინე. არ მომწონს მე თვითონ, მაგრამ გთავაზობთ, რომ ჩვენი მომავლისთვის მართლაც სჯობს ამ თავმჯდომარეებს დაუსრულდეთ ვადა, მომავალი თაობა მაინც მათ ალბათ კარგად არ გაიხსენებს და შემდგე უკვე აირჩიონ მოსამართლეებმა თავიანთი თავმჯდომარეები", -განაცხადა წულუკიანმა.