Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
29-09-2015, 13:27
ნანახია: 763

თეა წულუკიანი:სასამართლომ ცხრა თვის განმავლობაში ის ვერ მოახერხა, რომ სხდომა დაესრულებინა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროკურატურაში მოსალოდნელ ცვლილებებს გამოეხმაურა.

 

მინისტრი გამორიცხავს მთავარი პროკურორის გადაყენებას, მითუმეტეს გიგი უგულავას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მინისტრი აცხადებს, თუ ვინმეს ეკუთვნის კრიტიკა ამ საკითხზე ეს არის სასამართლო, სადაც გაჭიანურდა პროცესი.

 

"გიგი უგულავას საქმეზე ვგულისხმობ სისხლის სამართლის საქმეს თუ ვინმეს ცვლილებაა საჭირო ეს კრიტიკა პირველ რიგში სასამართლოს ეკუთვნის. სასამართლოს, რომელმაც ცხრა და მეტი თვის განმავლობაში ის ვერ მოახერხა, რომ სხდომა დაესრულებინა.

სწრაფი მართლმსაჯულება მოსამართლის ხელშია აქ ვერც ადვოკატს დავადანაშაულებთ და ვერც პროკურორს. რაც შეეხება პროკურატურის მომავალ ცვლილებებს, პროკურატურის შესახებ რეფორმა შედის მალე ძალაში მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ პროგრესულ კანონს ხელს მოაწერს რაც შეიძლება მალე", – განაცხადა თეა წულუკიანმა.