გიორგი მარგველაშვილი:არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში

გიორგი მარგველაშვილი:არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში

ნიუ ორკში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას შესაძლო შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მისი პოლიტიკური დისკუსიის ნაწილადგანხილვა არ მოხდება. 

 

"მე ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილება საქართველოში. მინდა ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან მომენტს - შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ფუნქცია ჰუმანურობისა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვია კანონი და იქნა დასჯილი კანონის დარღვევისათვის. ამ თვალსაზრისით მე მანამდე ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების მექანიზმის ჰუმანურ პრინციპებს. არ ვუშვებდი და მომავალშიც არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში. შეწყალების მექანიზმი არ არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლის ან უსამართლობის გადაწყვეტის ადგილი. შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მე მინდა ეს კარგად ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ეს ასე არ მოხდება" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: