Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
2-10-2015, 16:29
ნანახია: 839

გიორგი ლობჟანიძე: პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად სწორი აქცენტები დასვა!

კავკასიური სახლის წარმომადგენელი გიორგი ლობჟანიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას,  ყველა თემასთან დაკავშირებით  ზუსტი და სწორი აქცენტები დასვა. ლობჟანიძის შეფასებით, გამოსვლის ტექსტი აბსოლუტურად ეხმიანებოდა იმ მისწრაფებებს და გამოწვევებს, რაც საქართველოს გააჩნია.

 

"მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ აბსოლუტურად სწორი აქცენტები იყო დასმული და რაც მთავარია, ზუსტი დოზით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. ერთია, როდესაც რაღაცას ამბობ და მეორე, როდესაც ზედმეტად გადააჭარბებ ამ ნათქვამს, რასაც უკვე ფასი ეკარგება. პრემიერ-მინისტრის ამ გამოსვლაში ოქროს შუალედი დაცული ზუსტად იყო", - განაცხადა ლობჟანიძემ

 

ამასთან, კითხვაზე გაერო-ში პრემიერის გამოსვლისას სათანადო სიმწვავით იყო თუ არა გაჟღერებული საქართველოს ოკუპაციის თემა, ლობჟანიძე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს პრობლემატიკაზე საუბარი სრულიად საკმარისი იყო. 

 

"ტექსტი ძალიან სწორად იყო აწყობილი. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან არის აქცენტი დასმული, თუ საით მივიწევთ, საქართველოს სახელმწიფო ნება საით არის მიმართული და შემდგომ, რასაკვირველია, ხაზი გაესვა ოკუპაციასაც, უბრალოდ, აღარ იყო საჭირო დეტალებში შესვლა და კიდევ ზედმეტი სიტყვებით მანიპულირება. აქ მთავარია, რომ საკითხი სწორად დაისვა. ეს არ არის ლირიკა, ეს არის საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს, რაც კი წარმოითქმება. ამდენად, მე ვფიქრობ, თვითონ გამოსვლა არქიტექტონიკის თვალსაზრისით კარგად იყო აწყობილი და შესაბამისად, ყველაფერზე იყო საუბარი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო", - განაცხადა ლობჟანიძემ