Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
8-10-2015, 12:20
ნანახია: 654

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საზღვრისპირა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო თემები იქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების დასახლებისთვის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება იქმნება. 

 

ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემის პროექტის საბოლოო ვერსია ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოიწონეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

 

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული სამუშაოები პროექტის განხორციელების მიმართულებით, უახლოეს მომავალში დაიწყება. 

 

პროექტი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების შექმნას ითვალისწინებს, სადაც ვეტერანების დასახლება და დასაქმება იგეგმება.