Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
8-10-2015, 15:30
ნანახია: 909

თამაზ ჭეიშვილი: კმარა, ბატონებო!

კმარა! კრიმინალებთან „მშვიდობიანი თანაარსებობა“! 

 

კმარა, ხალხის გაბრიყვება!... მითუმეტეს ყველაფერს ხედავენ, ხვდებიან და თუ ჯერჯერობით  ხმას არ იღებენ, არ ნიშნავს რომ ისინი ბრიყვები არიან! 

 

კმარა, ამერიკისა და ევროპის კარნახით ქვეყნის მართვა! კმარა, მათი შიშით ძრწოლა და დამნაშავეების დაუსჯელი თარეში! 

 

კმარა, „უმრავლესობაში შემძვრალი“ „ნაციონალებისა“ და სხვა ჯურის „მოპოლიტიკოსო“ არაპოლიტიკოსი მედროვეების თავხედობა! 

 

კმარა, ხელისუფალთა უთავმოყვარეობის მოთმენა! მითუმეტეს, როცა ნაძირალები დასცინიან და უტიფრად აფურთხებენ! 

 

კმარა, პატრიარქის შეურაცხყოფა! პატრიარქი მართლმადიდებლობასთან ასოცირდება ყველა პატიოსანი ქართველისთვის! 

 

კმარა, ბიძინა ივანიშვილის უმოქმედობა! ის ჯერ კიდევ რჩება იმ „ხავსად“, რომელსაც უმწეოები და არა მარტო უმწეოები ებღაუჭებიან! 

 

კმარა, ყოფილი „კმარელების“ ზღვარსგადასული თავხედობის მოთმენა!