Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
18-10-2015, 15:48
ნანახია: 696

თინა ხიდაშელი: არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უკრაინულ მედიაში გავრცელებულ კადრებს საკუთარ "faceook"-ის გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული ფაქტი აუცილებლად უნდა გამოიძიონ და სულ რომ FBI-ის დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას.

 

"კადრები არ მინახავს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტისგან გავიგე ეს ამბავი.

ასეთ დროს მედიასთან დამალვა არ მჩვევია. სამი სამხედრო ორკესტრის კონცერტზე მომადგა და გინდა თუ არა კომენტარი გააკეთეო.

არასოდეს, არასოდეს ასეთ დროს თავი არ შემიკავებია. არც ეხლა ვაპირებ. დავბრუნდი სამინისტროში და გავიგე რომ ვიღაც მედია პორტალმა სავარაუდოდ ის კადრები გაავრცელა რაც ოდესღაც სამეგრელოში იპოვეს.

 

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს;

 

2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე

როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი.

 

3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს;

 

4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა.

5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა.

 

არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას.

საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია.

ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის.

მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ.

ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!", - წერს მინისტრი.