Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
6-11-2015, 15:57
ნანახია: 1096

დიმირტი ლორთქიფანიძე:

 

"ივერიონს" აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე

 

ბატონო დიმიტრი, თქვენი აზრით, რა გართულება შეიძლება მოყვეს "რუსთავი 2"-ის გარშემო დატრიალებულ პროცესებს? იქცევა თუ არა იგი ახალი სერიოზული დესტაბილიზაციის წყაროდ? 

 

მე ყურადღებით ვუსმენდი დროებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელზეც  განვითარებული მოვლენების სამართლებრივ აქსესებზე - ისაუბრა ქიბარ ხალვაშის  ადვოკატმა ბატონმა, პაატა სალიამ. 

აქედან გამომდინარე მე  დასკვნა  გამოვიტანე, რომ იქ, რაც დროებითი მმართველების დანიშვნით განხორციელდა, ეს არის სამოქალაქო კოდექსის  271 მუხლზე დაყრდნობით განხორციელებული ქმედება.

 

ვფიქრობ რომ გიორგი პაპუაშვილი უკვე დიდი ხანია გახლავთ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი. როგორც ჩანს ჩვენ უნდა ველოდოთ საკონსტიტუციო  სასამართლოში განცხადებას, კიდევ ერთი ნორმის გაუქმებასთან დაკავშირებით.

 

ბატონმა სოსო მანჯავიძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს არაფერი ეშველება მანამ, სანამ არსებობს "რუსთავი 2" , რამდენად ეთანხმებით ამ ფორმულირებას?

 

-თუ ამ  ფორმულირებას დავსვამთ იმ კუთხით , რომ "რუსთავი 2"  გახლავთ  "ნაციონალური მოძრაობის" ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფი, მაშინ  სრულიად ვეთანხმები. იმ ფორმი, რა ფორმითაც "რუსთავი 2" არსებობდა 2004 წელს, როდესაც გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის სახელით იყო  ცნობილი,  ტელევიზია ჩამოერთვა მის კანონიერ მფლობელებს  დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს . შემდგომში უკვე ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად განახორციელა ამ ტელევიზიაზე კონტროლი, საკუთარი პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით და ეს ტელევიზია კიდევაც  მის საკუთრებად. ჩვენ აქვე უნდა შევახსენოთ საზოგადოებას , რომ სანამ "რუთავი 2" საბოლოოდ გახდებოდა მიხეილ სააკაშვილის  საკუთრება, მან თავის დროზე დაიპყრო ტელეკომპანია "იბერია", შემდგომში თავს დაესხა ტელეკომპანია "იმედს", შეზღუდა ტელეკომპანია "სტერეო პლიუსის" მფლობელის უფლებები და ეს ტელეკომპანია ლიკვიდირებული იყო ფაქტიურად. და აი ასეთი ეშმაკური მოქმედებების განხორციელების ფონზე,  იგი ერთპიროვნულად გახდა "რუსთავი 2"- ის მფლობელი. ის გადაიქცა ავტორიტარიზმის ნიშნით მოქმედი სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიად არამც და არამც არ ემსახურებოდა საზოგადოების კანონიერ ინტერესებს. დამოუკიდებელი ის იყო  მხოლოდ ბრჭყალებში, რა თქმა უნდა.

 

თქვენ როგორც იურისტი და ცნობილი უფლებადამცველი, როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"- თან მიმართებაში?

 

-საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, რომ დაუყონებელივი აღსრულება  კანონიერ ძალებს შეცვლის ,სანამ ასეთ გადაწყვეტილებაზე გასაჩივრების შემდგომ საბოლოო ინსტანციის გადაწყეტილება არ იქნება ცნობილი, თავისთავად ძალიან სწორია. მაგრამ კითხვა ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავსვათ, რა მოხდა 2009 წელს და რომელ პოლიტიკურ  ოპონენტებს გაუსწორდა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სწორედ აი ეს იურიდიული ნორმა აამოქმედა , რომლის გაუქმების  ფაქტის წინაშეც,  ღამის საათებში დაგვაყენა დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ. იმ, ერთადერთი მიზნით, რომ არ მომხდარიყო მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილი გადაწყეტილების დაუყონებლივი აღსრულება მენეჯმენტის ცვლასთან დაკავშირებით. 

 

ასე რომ, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ ერთ რამეს: საკონსტიტუციო სასამართლო "ნაციონალური მოძრაობის" ხელში კვლავ რჩება აქტიურ იარაღად.

რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

 

-მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან გამიჭირდება ზუსტი პროგნოზის გაკეთება. ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება საარჩევნო გარემოს რეალურ ცვლილებებთან, იმ ცვლილებებთან, რომლებსაც უკლებლივ ყველა პოლიტიკური სპექტრი დაუჭერს მხარს. 

თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართულ ოცნებას" არ ყოფნის პოლიტიკური ნება იმისა, რომ დაუბრუნდეს რეალურ დემოკრატიულ პროცესებს ამ მიმართულებით.

 

      ესაუბრა მედეა შელია