Iverioni
«    სექტემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
აპრილი 2017 (5)
27-11-2015, 11:29
ნანახია: 666

რა ხდება ფეისსივრცეში,  ანუ “ბატონო კახი, გვეშველება რამე“?

ასლან ფაღავა, 25 ნოემბერი - „ვოვა გატყიპეს, ეს ერთი; გაივსება ჩვენი კურორტები რუსებით, ეს ორი; თურქული ქათამი და ზეთი გაიაფდება, ეს სამი; ჩვენს ხილსა და ბოსტნეულზე გაიზრდება მოთხოვნა რუსეთში, ეს ოთხი... დანარჩენზე ვიფიქრებთ კიდევ მე და რეჯებ ბიძაი“...

 

ამ დილით თვალი გადავავლე ფეისბუკში გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციებს თუ არაოფიციალურ კომენტარებს და გავოცდი! გთავაზობთ „მოკლე დაიჯესტს“, რომელიც, ჩემი აზრით, თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს: „საოცარი ერი ვართ“. „მაეესტრო“-ს გამოკითხვაში 79% რუსეთის მხარესაა; 4% თურქეთის და 17% ნეიტრალია. 

 

ერი, რომელსაც უკვე აღარ ახსოვს არც 2008 წელი, არც ჩვენი ჩახოცილი გმირები, არც გადამწვარი ტყე პარკი და პურის ყანები. აგრესორსა და ოკუპანტს კი მთლად "შეუძვრა"... ფუი თქვენი... 

 

თურქეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა ხაკან ფიდანმა განაცხადა: „ისლამური სახელმწიფო, ეს რეალობაა, რომელსაც კი არ უნდა ვებრძოლოთ, უნდა ვაღიაროთ!... რუსეთი ტერორიზმს კი არ ებრძვის, ის ცდილობს ჩაახშოს სირიის ისლამური რევოლუცია“ - იუწყება გერმანიის საინფორმაციო სააგენტო „AWDNEWS“. 

 

პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან გუგული მაღრაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს მოწევას თავი დაანებოს, - ამის შესახებ მაღრაძემ იმ კანონპროექტის განხილვისას ისაუბრა, რომელიც თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის ზრდას ითვალისწინებს. 

 

„...ივანიშვილი კოალიციაში „რესპუბლიკელების“ შეყვანას უკვე ნანობს, მთელ კოალიციას თავზე დაასხდნენ“... 

 

„....მედიაში გავრცელებულ თინა ხიდაშელის განცხადებას „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბესო დანელია სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: „უსუფაშვილის ქალი აშშ-ს და ევროპას რუსეთთან ომისკენ მოუწოდებს დაიწყეთ და მეც მანდ გავჩნდები სამასი რესპუბლიკელითო smile emoticon ვის თავში იხარშება დიღმის საელჩოში ასეთი კრეტინული მესიჯბოქსი მთელი დუნიის დასაცინად რომ გადააქციეს „ქართული ოცნების“ „რესპუბლიკური ხელისუფლება“? 

 

„...ამერიკის მთავრობამ კი საბოლოოდ აღიარა, რომ კანაფი კიბოს უჯრედებს კლავს...“ 

 

წარმოიდგინეთ რამხელა საშიშროების წინაშეა ჩვენი პლანეტა... ადამიანები კი ჩვეულებრივი წესით და პრობლემებით აგრძელებენ ცხოვრებას და ისე მიმოიხილავენ ამხელა საშიშროებას, თითქოს საქმე რომელიღაც ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩს ეხებოდეს... 

 

და ამ დროს უნებლიედ მახსენდება მხიარული გამონათქვამი: „ბატონო კახი, გვეშველება რამე“? 

 

თამაზ ჭეიშვილი