Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (9)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
4-12-2015, 15:43
ნანახია: 4750

დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკა სწორი გზით ვითარდება - ამას „საქსტატის“ მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებზე 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს 2015 წლის მე-3 კვარტლის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვით ბიზნეს-სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.


„2015 წლის III კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.0%-ით (1,8 მლრდ ლარით) არის გაზრდილი და 13.9 მლრდ ლარს აჭარბებს. ხოლო 2015 წლის 9 თვეში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ით (4,6 მლრდ ლარით) არის გაზრდილი და 37.8 მლრდ ლარს აჭარბებს. ასევე აღსანიშნავია, რომ საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 10.6%-ით ანუ 677.7 მლნ ლარით აღემატება 2014 წლის III კვარტლის მაჩვენებელს და 7,1 მლრდ ლარს აჭარბებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლებს, რაც, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის შემოსავლების ზრდისა და ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.


„2015 წლის მე-3 მონაცემებით, ბიზნეს სექტორში 48,4 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა (9.3% ზრდა) ვიდრე ეს იყო გასული წლის იმავე პერიოდში. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ შეადგინა 568,6 ათასი ადამიანი. აქედან, 2015 წლის მე-3 კვარტალში, 2011 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 208 569 კაცით (57.9%-ით)“ - აღნიშნა მინისტრმა.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია ამ პერიოდში ხელფასების მატებაც. მისი თქმით, ბიზნეს-სექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2015 წლის III კვარტალში 961,1 ლარი შეადგინა, რაც 12,8% (109.4 ლარით) აღემატება 2015 წლის I კვარტლის, ხოლო 8,3% (73.5 ლარით) აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს.


„აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი გზით ვითარდება და მთავრობა ყველაფერს აკეთებს როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე დასაქმების ხელშეწყობისთვის“ - განაცხადა მინისტრმა.


პრესკონფერენციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ მიმართულებებზე, სადაც მნიშვნელოვანი ზრდა არის მიღწეული. ეს მიმართულებებია:


დასაქმება


2015 წლის მე-3 მონაცემებით, ბიზნეს სექტორში 48,4 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა (9.3% ზრდა), ვიდრე ეს იყო გასული წლის იმავე პერიოდში. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 568,6 ათასი პირი შეადგინა. აქედან:
•    მსხვილ საწარმოებში დასაქმდა 11 142-ით (3,4%-ით) მეტი ადამიანი. დასაქმებულთა რაოდენობამ 342 563 ადამიანი შეადგინა
•    საშუალო საწარმოებში დასაქმდა 9 506-ით (11,3%-ით) მეტი ადამიანი. დასაქმებულთა რაოდენობამ 93 815 ადამიანი შეადგინა
•    მცირე საწარმოებში დასაქმდა 27 768-ით (26,6%-ით) მეტი ადამიანი. დასაქმებულთა რაოდენობამ 132 255 ადამიანი შეადგინა
დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ მთლიან დასაქმებულებში ლიდერობს ვაჭრობა (24.9%), რომელსაც მოყვება მრეწველობა (19.3%), მშენებლობა (10.7%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.3%), ჯანმრთელობის დაცვა (10.3%).
2015 წლის მე-3 კვარტალში, 2011 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 208 569 კაცით (57.9%-ით).
საშუალო თვიური ხელფასი
ბიზნეს სექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2015 წლის III კვარტალში 961,1 ლარი შეადგინა, რაც 12,8% (109.4 ლარით) აღემატება 2015 წლის I კვარტალის, ხოლო 8,3% (73.5 ლარით) გასული წლის ანალოგიურ მონაცემს.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
•    მსხვილი ბიზნესი – 1,136.9 ლარი;
•    საშუალო ბიზნესი – 818.4 ლარი;
•    მცირე ბიზნესი – 545.7 ლარი;


ბრუნვა


2015 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.0%-ით (1,8 მლრდ ლარით) არის გაზრდილი და 13.9 მლრდ ლარს აჭარბებს.
ბრუნვა საწარმოთა ზომის მიხედვით (2014 წლის III კვარტალთან შედარებით):
•    მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 13.7%-ით (1,361.2 მლნ ლარით) და შეადგენს 11,304.0 მლნ. ლარს.
•    საშუალო საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 5.8%-ით (66.0 მლნ ლარით) და შეადგენს 1,212.1 მლნ. ლარს.
•    მცირე საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 38.6%-ით (380.7 მლნ ლარით) და შეადგენს 1,366.9 მლნ. ლარს.
2015 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა დარგში. მაღალი, ორნიშნა ზრდა (80.7%) დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში.


ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა საქმიანობის სახეობაში. ესენია:


•    სასტუმროები და რესტორნები (30.6%)
•    მშენებლობა (23.5%)
•    განათლება (20.2%)
•    ელექტროენერგიის, აირის, წყლის წარმოება და განაწილება (19.8%)
•    ოპერაციები უძრავი ქონებით (18.8%)
•    ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11.6%)
•    ვაჭრობა (9.4%)
•    სოფლის მეურნეობა (9.3%)
•    დამამუშავებელი მრეწველობა (0.5%) და სხვა.


2015 წლის 9 თვეში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ით (4,6 მლრდ ლარით) არის გაზრდილი და 37.8 მლრდ ლარს აჭარბებს.


გამოშვებული პროდუქცია


საწარმოთა მიერ გამოშვებულმა პროდუქციის ღირებულება 10.6%-ით (677.7 მლნ ლარით) აღემატება 2014 წლის III კვარტლის მაჩვენებელს და 7,1 მლრდ ლარს აჭარბებს
გამოშვება საწარმოთა ზომის მიხედვით (2014 წლის III კვარტალთან შედარებით):


•    მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 11.2%-ით (574.0 მლნ ლარით) და 5,697.4 მლნ. ლარი შეადგინა
•    მცირე საწარმოების გამოშვება გაიზარდა 32.0%-ით (171.8 მლნ ლარით) და 709.0 მლნ. ლარი შეადგინა
2015 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის გამოშვება გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა დარგში. აღნიშნულ პერიოდში, მაღალი ორნიშნა ზრდა (91.7%) დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში.
 
ასევე ორნიშნა ზრდები დაფიქსირდა თითქმის ყველა საქმიანობის სახეობაში:


•    სასტუმროები და რესტორნები (32.2%)
•    ვაჭრობა (23.1%)
•    განათლება (21.2%)
•    მშენებლობა (16.7%)
•    ელექტროენერგიის, აირის, წყლის წარმოება და განაწილება (16.3%)
•    ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (12.9%)
•    სოფლის მეურნეობა (10.2%)
•    ოპერაციები უძრავი ქონებით (10.0%) და სხვა.
 
2015 წლის 9 თვეში ბიზნეს სექტორის გამოშვება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.9%-ით (2.6 მლრდ ლარით) აღემატება 2014 წლის III კვარტლის მაჩვენებელს და 19,7 მლრდ ლარს აჭარბებს.