სად იპოვეს 4 გაყინული ადამიანის ცხედარი?

სად იპოვეს 4 გაყინული ადამიანის ცხედარი?

4 გაყინული ადამიანის ცხედარი აჭარაში იპოვეს. დაღუპულების იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 4 გაყინული ადამიანი მონადირეებმა გუშინ თურქეთ-საქართველოს საზღვართან იპოვეს. 

 

ადგილობრივების განცხადებით, დაღუპულები, სავარაუდოდ, ბაგლადეშის მოქალაქეები არიან და საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად ცდილობდნენ.

 

მათივე მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევები ადრეც მომხდარა.

 

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: