Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
18-01-2016, 11:46
ნანახია: 686

ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს

ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის, გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს. კუჭავას ოჯახის წევრის გიორგი ჯიქიას თქმით, ცხედარს დაზიანებები აქვს, რის გამოც პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ.

 

ბიძინა კუჭავას სხეულზე აქვს ჭრილობები, კონკრეტულად რა ჭრილობებია, უკვე დამოუკიდებელი ექსპერტი თვითონ შეხედავს და საკუთარ პოზიციას იტყვის.

 

"ჩვენი ვერსიით, თვითმკვლელობა გამორიცხულია. ქირიას მკვლელობაც არაა მართალი. კერძო ექსპერტიზის შემდეგ გამოძიება უკვე სხვა კუთხით წავა", - განაცხადა გიორგი ჯიქიამ. 

 

მისი ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა უკვე სახლშია გადასვენებული.