Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
20-01-2016, 11:21
ნანახია: 416

საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე ევროპარლამენტი იმსჯელებს

დღეს ევროპარლამენტი საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე იმსჯელებს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატები დებატებს ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებთან და შეთანხმებებთან დაკავშირებით გამართავენ.

 

დისკუსია სტრასბურგში მოლდოვასა და უკრაიანასაც შეეხება. ხვალ კი ამ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციას უყრიან კენჭს.

 

საქართველოს ელჩის განმარტებით, დოკუმენტში რუსეთის პოლიტიკაზეც იქნება საუბარი. ის იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტარები ამჯერადაც დაგმობენ მის ქმედებებს რეგიონში და კიდევ ერთხელ დაუჭერენ მხარს, როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისე უვიზო მიმოსვლას.