Iverioni
«    აპრილი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აპრილი 2018 (8)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
26-01-2016, 10:56
ნანახია: 506

კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ დღეს ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავის საზეიმოდ გაიხსნება

საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 26 იანვარს, 18:00 საათზე, კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ,ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავის საზეიმოდ გაიხსნება.  26 იავარს ელდარ შენგელაიას 83 წელი უსრულდება.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მისი ცნობილი კინოფილმებიდან.  ქართველი ხელოვანები, მეგობრები, კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ელდარ შენგელაიას შემოქმედებას.  სუხიშვილების მონაწილეობით  ,,ხორუმი” შესრულდება, რის შემდეგაც  ქართველი პრიმა-ბალერინი ნინო ანანიაშვილი,  დასთან ერთად  ,,ვარსკვლავავის"  წინ   საბალეტო ნომერს შეასრულებს.


ვარსკვლავის საზეიმო და ორიგინალურ გახსნას ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრები, ქართველი ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენელბი და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები დაესწრებიან. ღონისძიება კულტურის პალატის დავით ოქიტაშვილის ორგანიზებით ტარდება.  ღონისძიების რეჟისორია  გოჩა კაპანაძე და ბასა ფოცხიშვილი.

ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957 –1959 წლებში იყოკინოსტუდია “მოსფილმი” -ს, 1960 წლიდან კი კინოსტუდია “ქართულიფილმი”-ს კინორეჟისორი. 1976–1991 წლებში საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.
ქართევლ რეჟისორს 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 2009 წელს კი დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით.

კინორეჟისორის ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის კარგად ცნობილი ფილმები: არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, სამანიშვილის დედინაცვალი, ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი და მრავალი სხვა. ,,ცისფერი მთები'' კი ,,კანის კლასიკაში'' 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.