თინა ხიდაშელი ჰააგის პროკურორის განცხადებით გაოცებულია

თინა ხიდაშელი ჰააგის პროკურორის განცხადებით გაოცებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი გაოცებულია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ, ფატუ ბენსუდას განცხადებით, რომელშიც მისი თქმით, ,,ორივე მხარეში იგულისხმებიან ქართული და ე.წ.სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები”.

 

"გაოცებული ვარ იმ განცხადებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არის წინასწარი მოკვლევის შედეგებზე დაფუძნებული და ტონალობაც, განწყობაც, სუბიექტებიც და მხარეებიც უკვე გამოძიების დროს შეიცვლებიან და სიმართლე იპოვის საკუთარ გზას ჰააგაში. გუშინდელ განცხადებაში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარია ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ”ორივე მხარეში” იგულისხმებიან ქართული და ე.წ.სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები", - განაცხადა თინა ხიდაშელმა

 

"გამოძიების დაწყება გასული წლის ოქტომბერში მოვითხოვეთ, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც სამივე მხარე მონაწილეობდა. სასამართლოს არ შეუძლია გამოძიების დაწყება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უკვე იძიებს იმავე საქმეებს. ბოლო დრომდე ქართული და რუსული გამოძიებები პროგრესულად მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოში მარტში ამ მიმართულებით მუშაობა შეწყდა. ჩვენი გამომძიებლები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან შეაგროვებენ. ის იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი", - აცხადებს ფატუ ბენსუდა საკუთარ განცხადებაში, რომლის ქართულ თარგმანსაც "რუსთავი 2" ავრცელებს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: