Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (12)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
2-02-2016, 11:35
ნანახია: 1028

თბილისის მერია განათლების ხელშეწყობისთვის 95,1 მლნ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია 2016 წელს განათლების ხელშეწყობისათვის 2 მლნ. 500 ათასი ლარით მეტს დახარჯავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნამრმანიამ განაცხადა.

 

„დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია განათლება და 2016 წლის ბიუჯეტში განათლების ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 95,1 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე  2 მლნ. 500 ათასი ლარით მეტია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

 

მისივე თქმით, 106 800 ლარით გაიზარდა სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა.

 

“პროგრამას დაემატება ქალაქ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებში იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა უფასო სწავლება”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.