Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
9-02-2016, 11:37
ნანახია: 822

რატომ უნდა იყოს პოლიტიკური გარემო აკადემიური?

საქართველოს პოლიტიკური სივრცე  აკადემიურ რესურს, მეცნიერულ მიდგომებსა და მეთოდებს საჭიროებს. პოლიტიკაში აკადემიური მიდგომების დამკვიდრება შეამცირებს კონფლიქტებს, „ლანძღვა-გინებას“, მუშტი-კრივს, ცილისწამებასა და ჟარგონულ ლექსიკას.

 

ქვეყანაში, მოქალაქეთა 99,7 % განათლებულია (წერა-კითხვის მცოდნეა). შესაბამისად, ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ურთიერთობა და პოლიტიკური კომუნიკაცია უნდა აწარმოოს აკადემიურ ენაზე!

 

ყველამ ვიცით, რომ პრობლემებზე საუბარი ადვილია, რეფორმის შექმნაზე „საუბარი“ კიდევ უფრო ადვილი, თუმცა, რეფორმის გატარება, შედეგის მიღება, გეოსტრატეგიული მიზნების მიღწევა მხოლოდ ახალი პოლიტიკური ძალისა და ქარიზმატული მმართველების  პირობებშია შესაძლებელი.

 

არსებული გამოწვევების შესაბამისად, მიზანშეწონილია დამკვიდრდეს სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების პრაქტიკა. კერძოდ: საზოგადოებრივმა კომისიამ (დაკომპლექტებული სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებით)უნდა შეაფასოს:

 

- სახელმწიფოს სტრატეგია,  გეოპოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა;

- სტრატეგიით დაგეგმილი და მიღწეული მაჩვენებლები;

- სახელმწიფოს განვითარებისთვის დასახული გზები და პრაქტიკული ინსტრუმენტები;

- შესრულებული (თუ შეუსრულებელი) სამთავრობო გეგმები, გეგმების შესრულების პროცესი და სასურველი შედეგები;

- სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოდგენილი ინიციატივები;

- ხელისუფლების პოლიტიკის შედეგები. პოლიტიკით სტიმულირებული შედეგები, ბიზნესის მასშტაბები, ეკონომიკური აქტივობა, ბიუჯეტის ზრდა, ინოვაცია და პროგრესი;

- გავლენის მომხდენი და მორალურად თავსებადი დემოკრატიული წესები.

- გამოწვევების შესაბამისი მმართველობითი გადაწყვეტილებების ეფექტიანობა;

- სახელმწიფო-პოლიტიკური  თანამდებობის პართა საქმიანობა (ყოველწლიურად). შეფასება უნდა გამოიხატებოდეს არა მხოლოდ „კრიტიკის ქარცეცხლით“ ან მორალური წუხილით, არამედ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებით;

 

გლობალური გეოპოლიტიკური სტრუქტურის ცვლილებების პირობებში,  პოლიტიკური ისტებლიშმენტი, კვლავ ლოკალური პოლიტიკური გამოწვევების განხილვა-გადაჭრაშია. შესაბამისად,  ყურადღების მიღმა რჩება ისეთი გლობალური საკითხები, როგორიცაა:

 

- გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიღების გზები (საქართველოსთვის);

- გეოგრაფიული დომინანტური როლის ზრდის პროცესები და ღონისძიებები;

- გეოსტრატეგიული მიზნების ფორმირება და მიზნის მიღწევის გეგმები.

 

არსებითია აღინიშნოს, რომ პოლიტიკურ სივრცეში აქტუალურია არჩევნების შემდგომი პერიოდის რეფორმების დაანონსება. მიგვაჩნია, რომ შესაბამისმა აქტორებმა, არჩევნებამდე განსახორციელებული პროექტების შეუსრულებლობა დაასაბუთოს, ხოლო მომავალში გასაკეთებელი ისედაც ცნობილია. ამით, არჩევნების შემდგომ მოსულ ახალ ძალას, დაუსაბუთებელი და ირაციონალური პროცესები  „ხელს აღარ შეუშლის“.

 

ამჟამინდელი მთავრობა აანონსებს ისეთ საკითხებს, რომელიც უფრო მეორე და მესამეხარისხოვანი პრობლემებია, მაშინ როდესაც ცალკეულ სფეროში, არსებობს ნომერ პირველი ხარისხის პრობლემები, რომლის დროულად მოგვარება და დაძლევა უფრო მნიშვნელოვანია.

 

ხაზგასასმელია, რომ ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა რესურსზე დაფუძნებული, პოლიტიკური საზოგადოება შექმნის ტენდენციას, სადაც:

 

- გათვალისწინებული იქნება საზოგადოების დასაბუთებული კრიტიკა, მეცნიერ-მკვლევართა რეკომენდაციები,  პოლიტიკურად არასასურველი ხასიათის შეფასებები;

- საზოგადოების ეკონომიკური აქტივობის ზრდა პოზიტიურ გავლენას მოახდენს  ეროვნული ვალუტის გამყარებასა და პოლიტიკური გარემოსადმი ნდობის ამაღლებაზე;

- პოლიტიკურ გამოწვევებზე რეაგირება არ იქნება ზოგადი პოლიტიკური ფრაზებით, ახალი ტერმინოლოგიითა და დამაჯერებელი სიტყვების გაჟღერებით მოცული. წინასწარ შემუშავებული მეცნიერულად დასაბუთებული ანტიკრიზისული გეგმები და განვითარების სტრატეგიები შექმნის მდგრად გარემოს (თავის მხრივ, მათი კორექტირება და შეფასება მუდმივად განხორციელდება საზოგადობის მიერ);

- ეკონომიკური აქტივობის დაჩქარების საფუძველი გახდება ახალი პოლიტიკური ძალა (ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებით დაკომპლექტებული), სახელმწიფო პროგრამები, ნოვატორულ ეკონომიკური პოლიტიკა, სტრუქტურული რეფორმები, აუთვისებელი ეკონომიკური რესურსი;

- პოლიტიკური პარტია შეფასდეს განათლების ცენზის მქონე პირთა პროდუქტიულობით, დარგების განვითარების სტრატეგიებითა და პროგრამებით, ახალგაზრდა სამეცნიერო რესურსით;

- ახალი პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია შექმნას: ახალგაზრდა ოჯახებისთვის სოციალურ-ეკონომიკურად ხელშემწყობი გარემო; ინსტიტუციების, ხარისხისა და  განათლების ცენზის დაფასების გარემო; ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობების გარემო; პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პოტენციალის რეალიზების გარემო; კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობების გარემო; კარიერული წინსვლისა და თანაბარუფლებიანი ზრდის გარემო;

 

დაბოლოს, აღვნიშნავთ, რომ საქართველოვაზისსამშობლოდა ღვინისაკვანია. საქართველოს პოლიტიკურ გარემოს, როგორც ღვინოს აქვს სათავეში  პკე (ობი). იმისათვის, რომ ქვეყანაში დაგემოვნდეს „ქართული ღვინო“, პოლიტიკური რესურსი და ახალგაზრდა ძალა, საჭიროა ამ ობის (პკეს) მოცლა - ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება. ახალი პოლიტიკური რესურსი კი მოგვცემს ქართული პოლიტიკის აუთვისებელი ფასეულობების  წარმოჩენის შესაძლებლობას (ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა პოტენციალის საფუძველზე).

 

 

 

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

რატი აბულაძე