სამი წელია არ გვაქვს გაზი, შუქი, წყალი, კანალიზაცია!-აქცია კანცელარიასთან

სამი წელია არ გვაქვს გაზი, შუქი, წყალი, კანალიზაცია!-აქცია კანცელარიასთან

   ისანში, ყოფილი ჰოსპიტალის შენობაში მცხოვრებმა ადამიანებმა კანცელარიასთან  საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, უკვე მესამე წელია ყურადღების მიქცევას ცდილობენ და შედეგს ვერ მიაღწიეს.

   -„არ ვაქვს წყალი, შუქი, გაზი, კანალიზაცია. აქ 120 მხოლოდ ბავშვი ცხოვრობს, არიან ინვალიდები, მოხუცები. სოციალურად დაუცველები და დევნილები. ახლა გასახლებას გვიპირებენ და ალტერნატივად ორხევში, მიტოვებული ხილ-ბოსტნეულის მაღაზია დასახელდა. აქ საშინელ დღეში ვართ და იქ ყველაფერს ფართის სიმცირეც დაემატება. თუ მთავრობა ყურადღებას არ მოგვაქცევს, დავიწყებთ საპროტესტო აქციებს“-აცხადებენ აქციის მონაწილენი.

   აქციაზე იმყოფებოდნენ „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა სტურუა, უმუშევართაკავშირიდასაქმებისათვისხელმძღვანელი, თამარიოვაშვილი და „თავისუფალი თაობის“ წევრები.

   აქციის მონაწილეებმა მთავრობას და კომპეტენტურ პირებს დღეს საღამოს 8 საათამდე მისცეს დრო, შემდეგ კი უფრო მაშტაბურად აპირებენ ქუჩაში გამოსვლას.

    მათივე თქმით,  თუ დღეს საღამოს 8 საათამდე  მთავრობიდან არავინ გამოეხმაურა უკვე რამდენიმე ადგილას დაწვავენ საბურავებს და როგორც თავად ამბობენ „მოახდენენ ისნის ლოკალიზაციას“. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: