Iverioni
«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ოქტომბერი 2018 (5)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
20-04-2016, 11:03
ნანახია: 818

როგორ განვკურნოთ ფანატიზმი და ზერელობა!

თანამედროვე ადამიანს რამდენიმე გამოკვეთილი სინდრომი ახასიათებს. მათ შორის ერთ-ერთი შთამბეჭდავი სინდრომი ზერელობაა, ბევრი ამას ინფორმაციის სიჭარბეს აბრალებს-ადამიანის გონებას არ ძალუძს ერთდროულად (სიღრმისეულად) გადააამუშაოს ყველა ინფორმაცია, დაახარისხოს აქტუალობისდა მიხედვით, გონების პრიზმაში გაატაროს და სათანადო ადგილი მიუჩინოს!

 

ცდილობს ყველაფერი გაიგოს( არაფერი გამორჩეს), რომ „ჩამორჩენილთა" არმიას არ შეუერთდეს-მავანისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, სწორად გაიგო თუ არა ესა თუ ის ინფორმაცია, მთავარია, რაღაცას მოკრა ყური, რაღაც წაიკითხა, ყოველ შემთხვევაში, ვიღაცის სახელი და გვარი დაიმახსოვრა...

 

თუ ის „ვიღაცა"მისი კუმირია, ცივ ნიავს არ მიგაკარებინებს. მერე რაა, თუ სწორად აკრიტიკებ, სათანადო არგუმენტები გაგაჩნია და კორექტულობის ზღვარსაც არ სცილდები... ისე ჩაგანისკარტებს, რომ... ან ყველაფრის სურვილს დაგიკარგავს, ან უფრო საბრძოლოდ განგაწყობს.თუმცა, მათთან „ბრძოლა" ქარის წისქვილებთან ომს უფრო ემსგავსება-რაც არ უნდა უმტკიცო, მაინც თავისას არ იშლიან.მოკლედ, პოლემიკას აზრი არა აქვს!

 

არსებობს ტაბუდადებული თემები და ტაბუდადებული სახელები და გვარები-ყველას თავ-თავისი ფანი ჰყავს.თუმცა, ფანსაც გააჩნია.ხანდახან ისე შემოგიტევენ, გაჩენის დღესაც გაწყევლინებენ!

 

ასე მაგალითად, ტაბუდადებული თემებია: „ნაციონალური მოძრაობა" (საკმაოდ აგრესიული ფანები), „ქართული ოცნება" („ლაითად" აგრესიული, ფანატიზმამდე დასული ფანები) პროდასავლურობა", „პრორუსულობა"და ა.შ. ხოლო ტაბუდადებული სახელი და გვარები: მიხეილ სააკაშვილი (სააკაშვილის და „ნაციონალების" ფანებისთვის), ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი... ახლა უკვე „ოცნების" ფანების კუმირებს გიორგი კვირიკაშვილიც დაემატა!

 

თუ გაბედე და ამ „ტაბუდადებულ" თემებზე და ტაბუდადებულ სახელებსა და გვარებზე საკუთარი აზრი გამოთქვი (გააკრიტიკე) თუნდაც ობიექტურად და კორექტულად, ისე დაგაცხრებიან, როგორც ყვავ-ყორნები დედისგან მიფარებულ უმწეო წიწილებს!

 

მთელი უბედურება ისაა, რომ წერილს თუ სტატუსს ბოლომდე არც კითხულობენ-მთავარია, ტაბუდადებული თემები თუ სახელი და გვარები აღმოაჩინონ. და მერე იწყება არდავიწყება-რა იარლიყს არ მოგაკერებენ - „უმადურიო", „დაუნახავიო"... ეგ კიდევ არაფერი, ბილწსიტყვაობის კორიანტელსაც დააყენებენ და მერე შენ თვითონ საკუთარი თავის შეგრცხვება!!!

 

დიახ, ბატონებო და ქალბატონებო ბევრი: საშიში სინდრომი აქვს თანამედროვე ადამიანს (მე მაინც ჩემი სისხლი და ხორცი მადარდებს) და ერთ-ერთი მათგანი ზერელობა და ბრმა ფანატიზმია. არავინ იფიქროს, ერთი შეხედვით ეს „უწყინარი" სინდრომი იმაზე ნაკლებ ზიანს აყენებდეს ერს და საზოგადოებას, ვიდრე სხვა, ფიზიკურად მომაკვდინებელი სინდრომები!

 

ოდეს გვეღირსოს ჩვენ განკურნება!!!

 

ზაურ ნაჭყებია