Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
6-02-2017, 14:29
ნანახია: 1559

იზა ვეფხვაძე: გავალღოთ გაყინული გულები და მთელ საქართველოში გავაშენოთ „სიყვარულის ხეივანი“!

გასულ წელს,  ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ წამოიწყო კამპანია მე თქვენ მიყვარხართ... კამპანიას ათასობით ადამიანი შეუერთდა.

 

„ივერიონს“ ახალ ინიციატივაზე ესაუბრება ქალბატონი იზა ვეფხვაძე.


„კამპანია „მე თქვენ მიყვარხართ“  სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ დავიწყე.  ადამიანები  თავის  ფეისბუქგვერდზე  ერთმანეთს  სიყვარულს უცხადებდნენ, ყოველ დილით წერდნენ  ჯადოსნურ სიტყვებს „მე თქვენ მიყვარხართ“. ეს ყველაფერი სიყვარულის განვრცობას, ურთიერთდაპირისპირების, მტრობის, ცინიზმის დამსხვრევას ემსახურებოდა.  ყოველ დილით ადამიანებს შევახსენებდით, რომ სიყვარულგაიშვიათებულ 21 საუკუნეში მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს.   ჩვენი დევიზი იყო დიდი ქართველი მწერლის,  გურამ დოჩანაშვილის სიტყვები „დედამიწას სიყვარული ატრიელებს“... 5 ათას ადამიანამდე  ჩაერთო ამ კამპანიაში. წლის ბოლოს  კამპანიის  მონაწილეთა გარკვეული ჯგუფი  შევიკრიბეთ თბილისში.   მათ შევთავაზე, რომ სიტყვიდან  საქმეზე  გადავსულიყავით.  უფრო კონკრეტულად კი - ჩავსულიყავით  სხვადასხვა ქალაქებში, ადგილობრივებისთვის   გაგვეცნო ჩვენი კამპანიის  არსი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში,  ქალაქებში, სოფლებში, გაგვეშენებინა "სიყვარულის ხეივნები"

ეს იდეაც ათასობით ადამიანმა აიტაცა და საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან არის გამოხმაურება და სურვილი ამ კამპანიაში ჩართვისა. მინდოდა, პირველად ეს იმერეთის გულში მომხდარიყო. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც  საქველმოქმედოდ გადმოგვცემს  ნერგებს, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, მარტის დასაწყისში  კამპანიის მონაწილენი გავაშენებთ ცაცხვების ხეივანს. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 50 ცაცხვის ნერგი დაირგვება.

ასევე მოლაპარაკება შედგა მწერალ ოტია იოსელიანის ვაჟიშვილთან, ბატონ დაჩი იოსელიანთან და წყალტუბოში,  ხელოვნების ქუჩა #1-ში, დიდი ოტია იოსელიანის ეზოშიც  „სიყვარულის ხეივანი“ აშრიალდება.

აქციაში ჩართვის სურვილი  გამოთქვა არაერთმა რეგიონმა, ქალაქმა და სოფელმა, სკოლამ, უმაღლესმა  სასწავლებელმა, მარტიდან საქართველოს  მინიმუმ 100 ქალაქსა და სოფელში „სიყვარულის ხეივნები“ გაშენდება, მათ შორის, საზღვრისპირა რეგიონებში. 1 მარტიდან დიდმასშტაბიანი კამპანია სტარტს აიღებს და ერთი თვე გაგრძელდება“.