Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
15-11-2017, 11:14
ნანახია: 1289

ზვიად ნოდია: ის რა „მთაწმინდაა“, სადაც გეი ბალეტმეისტერი მარხია?!

 

ის, რაც „მთაწმიდაზე“ მოხდა ლეილა ცომაია-ჩარკვიანთა გარემოში, სულაც არ გახლავთ მოსაყრუებელი, ცალსახა, ერთჯერადი და კულტურულ-სამართლებრივად დადგენილი თუ იოლად გასაგებ-გადასაწყვეტი აქტი. 

 

აქ მრავალგვარი ფსიქოლოგიურ-სოციალური, ტრადიციულ-რელიგიური, პოლიტიკური და ინდივიდუალური ნიშან-თვისებები, ისტორიული შრე-ფენებ-პლასტები და ფსიქო-სარწმუნოებრივი პრინციპებია ამოსახსნელი. მეტიც, განსხვავებული და მსგავსი ანალოგების დახარისხება და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევაა საძიებელი (იქნება ეს კინოფილმ „მონანიებაში“ აღწერილი მკვდრის ამოთხრის რიტუალი, თუ უკაცოდ შთენილი „ქართვლის დედის“ სიმბოლიკაში ჩადებული საბრძოლო გზავნილის გადაცემა მომავალი თაობებისადმი...). 

 

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, გარედან შემფასებლის, ანუ ძველი რწმენა-წარმოდგენებისგან გაუცხოებული და განსხვავებული მსოფლხედვა-გემოვნების მშვიდობიანი საზოგადოებისგან აღქმა-გააზრება ისეთი საბრძოლო პროტესტისა, როგორიც გამოხატა ლ. ცომაიამ ეროვნული გმირის გვერდზე იმის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ვინც გმობდა იმგვარ ეროვნულ მოძრაობას... 

 

ერთი შეხედვით, უსიამო ამპლუაში გვეჩვენება ქ-ნი ლეილა და მართლაც, ადამიანის დასაფლავებაზე, პროტესტის გამოხატვის ესეთი ფორმა ანაქრონიზმია - ამაქრონიზმია იმიტომ, რომ არსობრივად იგივე შეიძლებოდა გამოხატულიყო მთავრობისა და კულტურის სამინისტროს წინაშე და პრესა-ტელევიზიით, მითუმეტეს, რომ მის მშვიდობიან აქციას არ შეეძლო დასაფლავების გადაადგილება! 

 

იქნება და მართლაც გვეჩვენება და ამ ერთი შეხედვის მიღმა სწორი პოზიციის დანახვა არა გვსურს? - ეს არ არის რიტორიკული კითხვა, არამედ ეხება თვითეულ ჩვენგანს და ჩვენს სიღრმისეულ გადაწყობას ახალ მსოფლიო წესრიგზე, რასთანაც ზიარებამ მისი ნაკლოვანი მხარეებიც გამოააშკარავა; 

 

აქ იგულისხმება ის კითხვის ნიშნები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს დღეს უკვე ნორმად დაწესებულ საერთაშორისო მსოფლმხედველობა-ცნობიერებას, ეთიკას და ესთეტიკას, სამართალსაც და ე. წ. ჰუმანიზმსაც, ვინაიდან ამ მაღალფარდოვნების სახელით კანონდება უზნეობა და ნეომონათმფლობელობა, ვინაიდან და რადგანაც ვამჩნევთ „ერთი ხელის“ ტრაექტორიას, რომელიც სასურველ კალაპოტში მიერეკება კაცობრიობას და რობოტ-კიბორგებად გადაქცევას უპირებს! 

 

დროთა განმავლობაში სკდება საპნის ბუშტივით თანამედროვე კულტურული რიტუალები, ცერემონიები, სწავლებები, რომლებმაც გაგვაგულგრილა... 

 

იქნებ, ამიტომაც გვეჩოთირა ლ. ცომაიას თვითგამოხატვის ფორმა; იქნება და მას ზვ. გამსახურდიასთან ერთობის გამოხატვა სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც მასთან ყოფნისა, ფიზიკურად სურდა დაედასტურებინა, აქაოდა - „შენს გვერდში ვარ, ფურთხსაც კი ავიტან, მეტი რა შემიძლიაო“... 

 

ის მთაწმინდაზე თავისი საფლავისთვის ხომ არ ზრუნავდა, არამედ მთაწმინდისა და ზვიად გამსახურდიას პრესტიჟისთვის. ისმება ლოგიკური კითხვა: უნდა ერქვას თუ არა ამ ერისკაცულ-არტისტულ სასაფლაოს „მთაწმინდა“?

 

ის რა მთაწმინდაა, სადაც გეი ბალეტმეისტერი მარხია?! 

 

რამდენი გამოჩენილი ხელოვანი იქნებოდა სოდომ-გომორში, მაგრამ „სოდომ“-ს „წმიდა“ არა რქმევია. ყველაფერს თავ-თავისი ადგილი აქვს - ხელოვნებაში გამოჩენილობას რა საერთო აქვს სიწმიდესთან; ან რა გამიწიერებაა სიტყვისა - „უკვდავი“ მწერალი - რადგან თაობიდან თაობის სამშვინველისეულ გემოვნებას აკმაყოფილებს მავანი მწერალი, განა ეს ნიშნავს უკვდავებას?! ასე ხომ ვამდაბიურებთ და სულიერ მნიშვნელობას ვუკარგავთ ზეციურ და მარადიულ კატეგორიებს, რითაც სულიერ თამასას მიწამდე ვსწევთ და თავს კი - სამოთხეში მოვიაზრებთ?! 

 

ამიტომაა, რომ ქრისტეანობა და წარმართობა ერთმანეთში გვაქვს არეული... 

 

ამიტომაც ვერ ვარჩევთ ქრისტეს და ანტიქრისტეს, გმირს და ანტიგმირს! 

 

 აქ, უკვე, იმაზეც უნდა ვიმსჯელო, რაც ჯერაც ვერ გარკვეულა: ზვიად გამსახურდიას ეროვნულობა სჯობდა საქართველოსთვის თუ ედუარდ - ილია მეორე - ჯანსუღისებრთა?... 

 

ზვიად-მერაბ - მათებრნი მოწამენი არიან, რადგან ებრძოდნენ სულიწმიდის მტრებს, ვინაიდან სარწმუნოებრივ-ეროვნული მოძრაობით ამქვეყნიურ სამშობლოს აქცევდნენ ისეთ ბუდედ, საიდანაც აფრენა შესაძლებელი იქნებოდა ზეციურ სამშობლოში, თორემ უამისოდ სამშობლო ცხოველსაც კი აქვს... ხოლო, ალტერნატიული მოძრაობის გაერთიანება ებრძოდა რა სარწმუნოებრივ-ეროვნულ მოძრაობას, ემსახურებოდა მსოფლიო წესრიგს, რომელმაც ზვიად გამსახურდიაზე ასეთი საბრალდებო დასკვნა დადო - მსოფწესრიგის მდინარების წინააღმდეგ მიდისო!... 

 

საქართველოს მერაბ-ზვიადისეული და მართლწინაპრისეული ეროვნულობა არ დაანებეს და არც შეარჩინეს, იმიტომ, რომ საუკუნეობით გამოცდილ-გამოწრთობილი ეროვნულობის აღდგინებას ესწრაფოდნენ, რაც მსოფწესრიგის კონტექსტიდან იყო ამოვარდნილ-„ჩამორჩენილი“; ანუ, მსოფმთავრობა ქმნის ერთეროვნულ-ერთრელიგიურ საერთო მსოფლიო სახლს, რაც შეიძლება შევადაროთ კეთილმოწყობილ კონცლაგერს, რომელშიც გამოჰყავთ „ახალი ადამიანები“, „ახალი მოქალაქეები“, ვინც მხარს უჭერს იმ ძალას, რომელიც „აღმართს ხნავს“.

 

ამ „ახალ ადამიანებში“ ვერ თავსდებოდნენ ზვიად-მერაბი და ისინი მოაშორეს, ხოლო მათი საშუალებით აწეული ძვრები სათავისოდ გამოიყენეს მედროვეებმა - შექმნეს ახალი საქართველო და გაუბატონდნენ! 

 

ჯანსუღს უყვარდა ძველ-ეროვნული საქართველო და იქნებოდა კიდეც ზვიადის მხარეს, მაგრამ იგუმანა და „ახალი საქართველოს მშენებლების“ მხარეს დადგა, ისევე, როგორც დანარჩენები. 

 

მთაწმინდაზე დაკრძალვით კი, გამოდის, რომ ზვიადისნაირიც და ედიკასნაირიც ეროვნული ყოფილა და ორივეს ეკუთვნის მთაწმინდა... - ეს ერთი და მეორეც: ყველა ერთად რომ ყოფილიყვნენ მაშინ, ანუ მთელი ერი რომ ყოფილიყო ზვიად-მერაბზე უფრო ეროვნული, ან მათსავით შეწირულობისთვის მზაობაში და ერთსულოვნებაში საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად, პირველი დამოუკიდებელი საქართველოსავით სამ წლამდეც ვერ გაქაჩავდა, რამეთუ ეს პაწია საქართველო როგორ გაუძლებდა ამ გამასონებულ მსოფლიოს და ახლა თუ ნახევარი ერია გაყრილი, მაშინ უკვე მთელ ერს გაასახლებდნენ საქართველოდან. 

 

ანუ, იმდაგვარ ეროვნულობას არ ჰქონდა შანსი და საქართველოს გამოადგებოდა კი არა, გადაიყოლებდა. 

 

ამგვარი ეროვნულობა კი უკვე ითქვიფება ზოგადმსოფლიურ ერთეროვნულობა-ერთრელიგიურობაში. ანუ, ამგვარი ეროვნულობაც არ გამოადგა საქართველოს! 

 

თუმცა, რჩება მესამე ვარიანტი, რომლითაც არც აითქვიფებოდა და არც დასრულდებოდა ეროვნული საქართველო, თუკი სარწმუნოებრივად გაბრწინდებოდა, თუკი ბიბლიური ნინევიელებივით მთელი ერი შეიქმნებოდა ღმრთის დამჯერი და ილია მეორე თავზე ნაცარდაყრილი შეინანებდა თავის „სერგიანულ“ და ეკუმენისტურ თანამშრომლობას მსოფმთავრობასთან და გაწყვეტდა ერთეკლესიურობას ქრისტემტყუვარ მსოფლიო ეკლესიასთან... აი, მაშინ, მთელი მსოფლიო ეკლესიის ადგილობრივი ეკლესიების ანტიეკუმენისტები შემოუერთდებოდნენ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და ქრისტეს მისტიურ სხეულში მყოფებს ღმერთი დაგვიცავდა მტრისგან!

 

ბევრი იფიქრებს - საით „მიერეკებაო“, მაგრამ იგივე ვარიანტს თავადაც წარმოიდგენენ ქართველი მორწმუნეები, ოღონდ - მეფის მოვლინების შემთხვევაში... 

 

უი, უი, უი, სულ ამის შიშში არიან, აბაა, მსოფმთავრობაში, რაღა ეშველებათ, ნეტა.... ესეიგი, ამგვარ ნეტარ მორწმუნეებს საქართველო წარმოუდგენიათ მანქანად, რასაც ძრავი, ანუ მეფე აკლია და დაიძვრებააა... და, ავტომატურად აიწევს მორწმუნეობის ხარისხი, ცამდე აიწევს და მადლს გადმოიწვევს?... 

 

ამ ხიბლის გამოისობით გულხელდაკრეფილნი უნდა ვიჯდეთ და მანამ არ შევიმჩნიოთ კრეტის კრებით დაკანონებულ ეკუმენისტებთან ერთეკლესიურობა, ანუ ქრისტეს მისტიური სხეულიდან განდგომილება, სანამ მეფე არ მოიწვევს „ახალ რუის-ურბნისს“?... 

 

ესე იგი, მთელ მსოფლიოს დაპატრონებული მასონობა, რომელმაც მუსრი გაავლო ქრისტეანულ მონარქიებს და მათი დინასტიები გაამასონა და თავის სამსახურში ჩააყენა, რათა ანტიქრისტეს გამეფებაში მიაღებინოს მონაწილეობა, მხედველობიდან გამორჩება საქართველოს მეფე და ის, ისარგებლებს და გააბრწყინებს საქართველოს?!

 

აი, ასეთი მითოსური ფანტაზიებით და ხიბლებით ავსებთ თქვენს ერეტიულ ნაკლოვანებებს და გაურკვეველ მომავალში დებთ იმას, რაც დღესვეა გასაკეთებელი... 

 

ანუ, რაც იყო მანამდე სამოციქულო სახით მოღწეული და რასაც მოელოდებით საქართველოს გაბრწყინებით, ეს ისე გაქვთ გამთლიანებული წარმოსახვაში, რომ ამ ეკუმენისტურ ვაკუუმ-წყვეტილობა-ამოვარდნილობას სამოციქულობიდან, არ იმჩნევთ! 

 

ამიტომ გვეცლება ხელიდან ეკლესიაც და საქართველოც! 

 

გამოფხიზლდით და გამოხიბლდით:

 

ჩვენ არც დავით აღმაშენებლის ხანაში ვართ, რომ საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ და არც ნინევიელებივით დავიყრით ნაცარს და შევირიგებთ ღმერთს, სანამ ამგვარ ხიბლ-ოცნებებში ვიქნებით; ვაღიაროთ - რაცა ვართ, ისა ვართ... ერთმანეთის ადგილას წარმოვიდგინოთ თავი და ისე განვსაჯოთ, აბა... შეუძლებელია, ხოომ?! მაშინ, რა ვიცით - ვინ მართალია და ვინ მტყუანი: ლეილა თუ თაკო, ილია თუ მე?!