ჯუმბერ თავართქილაძე: არც „ნაციონალების“ რეინკარნაციას შევეგუოთ და არც „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას!

ჯუმბერ თავართქილაძე: არც „ნაციონალების“ რეინკარნაციას შევეგუოთ და არც „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას!

მეგობრებო, ისევე როგორც თქვენ, მეც ბევრ რამეზე ვარ განაწყენებული.  განსაკუთრებით, სამართლიანობის დამკვიდრების და საკადრო პოლიტიკის ნაწილში. დამნაშავეების არ დასჯამ შექმნა დაუსჯელობის სიმდრომი - 2012 წლის აქტივის მნიშვნელოვანი ნაწილი არათუ დასაქმდა, არამედ უფრო რთულ მორალურ ვითარებაში აღმოჩნდა! 

 

სწორედ ამ ძირითადმა და პრინციპულმა გარემოებებმა განაპირობა  არჩევნებზე არმისვლა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავიცვათ ქვეყანა და მისი მომავალი, არ ვიბრძოლოთ საქართველოს გაერთიანებისთვის. უნდა დავიცვათ 2012 წლის მონაპოვარი, ანუ კიდევ ერთხელ ყველა უნდა შევიკრათ ერთ მუშტად, რომ რევანშისტულ ძალებს არ მივცეთ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება. 

 

მე ვერთვები ამ ბრძოლაში კიდე ერთხელ, რათა ბოლომდე მივიყვანო 2004 წელს დაწყებული ბრძოლა - „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმი და პორტირებული ნაც ხროვა მოვისროლოთ სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, ჩვენ შევეგუოთ „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას საქართველოში!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: