Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
17-05-2021, 10:47
ნანახია: 1021

„კოლექტიური პილატეები“ და შეწყალების რიგში მდგარი „ქართველი ბარაბები“

 

ვნების კვირის შაბათი სახლში გავატარე. ეკლესიაში წასვლაზე,ადრევე უარი ვთქვი. გადავწყვიტე ტელევიზიით მედევნებინა თვალი სააღდგომო ღმრთისმსახურებისთვის.

 

არ ვიცი რომელმა არხმა, 1977 წელს გადაღებული „იესო ნაზარეველი“ (https://www.youtube.com/watch?v=tCpYH8HJRd8) შემოგვთავაზა.

 

თავიდან ბოლომდე ვუყურე ფილმს, რომელიც არაერთხელ მინახავს, ბევრი მიფიქრია მასზე, მაგრამ ამჯერად სულ სხვანაირად აღვიქვი იგი.

 

ამჯერად, რომაელმა (იმჟამად ებრაელთა სამშობლოს დამპყრობელმა) „პროკურატორ პილატემ“ და მისმა მსჯელობებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.

 

გვიან მივხვდი, რომ, ეს არ არის გასაკვირი, რადგან 2000 წლის შემდეგ, საქართველოში მეორდება ისტორია, სადაც „კოლექტიური პილატეები“:  აშშ და ევროგაერთიანება მსაჯულობენ, ისინი განსჯიან და წყვეტენ, თანამედროვე,ქართველი „იესოს“ და ქართველი „ბარაბას“ ბედს!

 

რამდენჯერმე დავატრიალე რომაელი პილატესდა იუდეველთა სულიერი მამების კამათის სცენები, სადაც რომაელი პილატეთავგამოდებით ცდილობს უცოდველი, ებრაელი „იესოს“ გადარჩენას, ებრაელთა სულიერი მამები კი, „უცოდველი იესოს“ დასჯას და „ყაჩაღი და კაცისმკვლელი ბარაბას“ შეწყალებას მოითხოვენ!

 

მიუხედავად, რომაელი პილატესდიდი ძალისხმევისა, ებრაელები თავისას გაიტანენ - „უდანაშაულო იესოს“ გაწირავენ, „ყაჩაღ და კაცისმკვლელ ბარაბას“ შეიწყალებენ!

 

ვაი ჩვენს ბედს, 2000 წლის შემდეგ იგივე განმეორდა ჩვენს ქვეყანაში, როცა დღევანდელმა „კოლექტიურმა პილატეებმა“, აშშ-მ და ევროგაერთიანებამ, 2000 წლის წინანდელი, „რომაელი პილატესგან“ განსხვავებით, უპირობოდ გაათავისუფლებინეს თანამედროვე ქართველი „ბარაბა“ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც წინასწარ განაცხადა რომ,მას ამ ნაბიჯის გადადგმას აიძულებენ, მაგრამ თუ კი იგი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, ამას უთუოდ იზამდა!

 

დააკვირდით: 2000 წლის წინ, რომაელ დამპყრობთა „პროკურატორმა პილატემ“, მიუხედავად ებრაელთა დაჟინებული მოთხოვნისა, არ დასაჯა „უცოდველი იესო“ და მისი ბედი ებრაელებს მიანდო, რომლებმაც „ყაჩაღი და კაცისმკვლელი ბარაბა“ შეიწყალეს!

 

შეადარეთ: 2000 წლის წინანდელი „პილატე“, აშშ-სა და ევროგაერთიანების მიერ საქართველოში მოვლენილ „პილატებს“, რომლებსაც ქართველი ხალხი არც ახსენდებათ და პირდაპირ ავალებენ ქვეყნის მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს:

 

უცოდველი ქართველები კი არა, ყაჩაღი და კაცისმკვლელი ქართველი „ბარაბები“ შეიწყალონ, თორემ, მათ პრობლემები გაუჩნდებათ!

 

(გაიხსენეთ: ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტ რობინ შეპარდუაპელაციო განცხადება: კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს“. „ევროპის სახალხო პარტიის ულტიმატუმები“ და სხვა...)

 

როგორც ზემოთ ვახსენე, ფილმი ბოლომდვნახე.სააღდგომო ეპისტოლეც მოვისმინე, პირჯვარიც გადავისახე, ქვეყნის და მისი მოსახლეობის გადარჩენაც შევთხოვე უფალს, მაგრამ კარგა ხანია არ მძინავს:

 

რომაელი „პრკურატორი პილატე“ მესიზმრება, 2000 წლის წინ ებრაელი ერის „სულიერ მამებს“ მათსავე შვილს „უცოდველ იესოს“ რომ არ უთმობდა სასიკვდილოდ, მაგრამ ებრაელებმა „ყაჩაღი და კაცისმკვლელი ბარაბა“ შეიწყალეს მაინც!

 

სამწუხაროდ,ეს2000 წლიანი ტრაგიკული ისტორია,აქ არ მთავრდება:

 

2000 წლის წინ,ერთ ბარაბას“ ანაცვალეს ებრაელებმა „უცოდველი იესოს სული“, საქართველოში კი, „ბარაბების“ არმია დგას რიგში, ევრო-ამერიკელ „პროკურატორ-პილატების“ ოფისებთან!

 

2000 წლის წინანდელი ებრაელი ერის არ იყოს, დიდი იმედი არ მაქვს, ჩვენ, ქართველებმა უკეთესი გზა ავირჩიოთ!

 

არადა, საქართველოს ერთადერთი, ხალხის არჩეული პრეზიდენტი, სულმნათი ზვიად გამსახურდია 1990 წლის 26 მაისს გვაფრთხილებდა, რომელ გზას უნდა გაჰყოლოდა ქართველი ერი:

 

ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა. აი, გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა!

 

აირჩიე ქართველო ერო, აირჩიეთ ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!

 

გაიღვიძე, ქართველო ერო!

 

გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

 

დღევანდელობისგან განსხვავებით, ვერავინ იტყვის 31 წლის წინ, არჩევანის თავისუფლება არ გვქონდაო!

 

სამწუხაროდ, ღმრთის პირით ნაღაღადევი შეგონება უარვყავით მაშინ და ასე აღმოვჩნდით ცხრა მთას გაღმიდან მოსულ გამრიგეთა ხელში.

 

ამასობაში, ზემოთნახსენები „კოლექტიური პილატეები“ მოთმინებით ელოდებიან შესაწყალებელ „ავაზაკ ბარაბებს“!

 

თითქოს, ყველაფერი ისე ხდება, როგორც 2000 წლის წინანდელ ისრაელში. ოღონდ, ისრაელისგან განსხვავებით, ქართველს არავინ ეკითხება ვინ უნდა შეიწყალოს:

 

„იესო ღმერთკაცი“ თუ  „ბარაბა ავაზაკი“!

 

დავით ქობალია,

პუბლიცისტი