Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
27-11-2012, 21:00
ნანახია: 2661

რა არის რომან რურუას ყველაზე დიდი ჯილდო?

„ქართველ კაცს ჭიდაობა გენში აქვსო, ამბობენ. სწორედ ამ გენმა გაიბრწყინა თქვენში ამ  ნახევარი საუკუნის წინ და მას მერე არაერთი უდიდესი წარმატებით გაახარეთ ქართველი ხალხი. დაუმარცხებელი ქართველი ფალავანი, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა შორის დაგასახელეს. ლეგენდარულმა ფალავანმა უამრავ მედალსა და ტიტულთან ერთად თქვენი დიდბუნებოვნებით მოიპოვეთ მთავარი –  ხალხის სიყვარული, რაც ყველაზე დიდი ჯილდოა ამ ქვეყანაზე“, - ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რომან რურუას 70 წლის იუბილე.

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ოთხგზის და მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის - რომან რურუას 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 
 
შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.