ჟერარ დეპარდიე დააკავეს

ჟერარ დეპარდიე დააკავეს

Agence France-Presse-ინფორმაციით, 29 ნოემბერს საფრანგეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით მომხადრი ავარიის გამო ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე დააკავეს. ის  სკუტერს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა . ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. 


დეპარდიე ამჟამად პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მსახიობს ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. 


Agence France-Presse-ინფორმაციით, 63 წლის მსახიობს ბოლო ხანებში ალკოჰოლთან დაკავშირებით ხშირად აქვს პრობლემები. მათი განცხადებით,  დეპარდიე არაერთხელ გამოჩენილა საჯარო გამოსვლებში არაფხიზელ მდგომარეობაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: