Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
2-12-2012, 13:42
ნანახია: 1081

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ფრანგმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. გარდაცვლილი 58 წლის გიორგი მარგველაშვილია. მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

 

 გვამს უკვე ჩუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც წინასწარი დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ გარდაცვალება დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვამ გამოიწვია. სამართალდამცავებმა საქმე მკვლელობის მუხლით აღძრეს. 

 

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სასჯელს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით იხდიდა, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამი დღის წინ გაათავისუფლეს და  შინაპატიმრობა მიუსაჯეს.