პოლიციამ ,,ნუგეშის" მძარცველები დააკავა

პოლიციამ ,,ნუგეშის"  მძარცველები დააკავა

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებმა მიმდინარე წლის სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში, წინასწარი შერჩევის შედეგად, თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე "ნუგეშის" 15 სავაჭრო ჯიხური,  2 საცხობი, " შირაქის ეკო პროდუქტებისა" და "კოდას" ჯიხურები გაქურდეს.

დაკავებულები არიან: ნიკა გ. და ნუგზარ ს. თბილისის მასშტაბით, მათ სულ 21 სავაჭრო ობიექტი გაქურდეს.
დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

მათ ბრალი სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც არაერთგზის და წინასწარი შეთახნმებით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: