ფილიპინებში ტაიფუნს 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში ტაიფუნს 400-ზე  მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ფილიპინებში კუნძულ მინდანაოზე ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება კიდევ 400 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.  AFP მონაცემებზე დაყრდნობით, დაღუპულთა რაოდენობა 500 აღწევს.

ტაიფუნი „ბოფა“ ფილიპინებს 4 დეკემბერს დილით დაატყდა თავს. ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა.


წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქალაქ ნიუ ბატაანის მოსახლეობა დააზარალა.


ოფიციალური მონაცემებით, კომპასტელას ხეობაში 215 ადამიანია დაღუპული. დავაოს პროვინციაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 215-ს აღწევს.


300-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.


2011 წლის დეკემბერში კუნძულ მინდანაოზე ტაიფუნის შედეგად 1200 ადამიანი დაიღუპა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: