Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
24-12-2012, 11:13
ნანახია: 981

ბიძინა ივანიშვილი:  პრეზიდენტი მარტოკაცი დარჩა!

ბიძინა ივანიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სააკაშვილის მიერ არამიზნობრივად გახარჯულ თანხებზე საუბრობს.


პრემიერის განცხადებით, უამრავი ნაღდი ფულია გაცემული ლობისტებსა და სააკაშვილის ლობირებაზე. მისივე თქმით,  რაღაც ხარჯებს გრიფი "საიდუმლო" ადევს.


„სააკაშვილს  უნდოდა, 7 რეზიდენცია  ჰქონოდა, სადაც წლის განმავლობაში შესაძლოა, ერთხელაც არ შეეხედა. ამ რეზიდენციებზე უამრავი თანხა იხარჯებოდა. 80 მილიონი შვეულმფრენებისთვის იყო განსაზღვრული თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში. ამისთვის კრედიტებია აღებული ფრანგული ბანკიდან“, - განაცხადა პრემიერმა.


ბიძინა ივანიშვილის განცხადებით , მთავრობის  ჩამოყალიბების შემდეგ , ყველა სტრუქტურას ახალი ხელისუფლება  აკონტროლებს და მათ შორის, სახელმწიფო დაცვის სამსახურსაც. „პრეზიდენტს სტრუქტურები აღარა აქვს, მარტოკაცი დარჩა“, - აცხადებს ივანიშვილი.