თბილისის აეროპორტში ინტერპოლით ძებნილი დააკავეს

თბილისის აეროპორტში ინტერპოლით ძებნილი დააკავეს

ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვარშავის ინტერპოლის მიერ ძებნილი მარსინ კრჟიშტოფ პოლაკი დააკავეს.

შსს-ს განცხადების თანახმად, დაკავებული დაპატიმრებისა და პოლონეთში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში  2012 წლის 7 ნოემბრიდან იმყოფებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მარსინ პოლაკს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების  უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენება ედება ბრალად.

„აღნიშნული დანაშაული, პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით, 3 წლით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად,  პოლონეთის მხარესთან წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ქართველმა სამართალდამცველებმა  საერთაშორისო ძებნაში მყოფი 8 პირი დააკავეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: