Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
6-04-2014, 13:50
ნანახია: 718

„გაგნიძე რამდენჯერმე დაფიქსირდა საბუთების ქექვაში და ჩემი პირადი კორესპოდენციის კითხვის დროს“

     „ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ზაზა ხატიშვილის განცხადებით, ის არ აპირებდა რაიმე სახის კომენტარის გაკეთებას თეათუთბერიძის მიერ გაგნიძისა და მჟავანაძის თაობაზე გაკათებულ განცხადებაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაგნიძემ ხატიაშვილი მის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წამოწყებაში დაადანაშაულა, ასოციაციის თავმჯდომარემ თავს რამდენიმე განმარტების გაკეთების უფლება მისცა.

   _“მე არ ვამტკიცებ, რომ  გრიგოლ გაგნიძე არის ვინმეს აგენტი.  მე არ ვარ გრიგოლ გაგნიძე, რომ  ფაქტების გარეშე ვისაუბრო, თუმცა ვადასტურებ, რომ გაგნიძე ჩემი თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ,  2010  წლის  იანვრიდან,  თითქმის ყოველ დღე დადიოდა ადვოკატთა ასოციაციაში,  ზოგჯერ მოდიოდა დღეში ორჯერ.  გრიგოლ გაგნიძეს  ადვოკატთა ასოციაციაში არ ჰქონდა არანაირი საქმე, მოდიოდა და იჯდა ასოციაციაში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პირველ  თავმჯდომარეს,  ბატონ  კახა  ასლანიშვილს  შეუძლა დაადასტუროს,  რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, გრიგოლ გაგნიძე, 4 წლის  განმავლობაში, მას შეხვედრია ალბათ 2 ჯერ. ადვოკატთა ასოციაციის აპარატი მეკითხებოდა ზაზა ხატიაშვილს, თუ  რატომ  დადიოდა  გრიგოლ  გაგნიძე  ასოციაციაში თითქმის ყოველ  დღე,  რომ ასეთი პრეცედენტი  არც ერთ დაწესებულებაში არ შეიძლება ხდებოდეს და ეს  არ  უნდა  დამეშვა თავმჯდომარეს, ვინაიდან  თანამშრომლებს ხელი ეშლებოდათ. ვინაიდან, მე ვარ უფლებადამცველი, მეცოდებოდა გროგოლ გაგნიძე და მისთვის არასოდეს მითქვამს დაეტოვებინა ადვოკატთა ასოციაცია.  საინტერესოა, რით ირჩენდა იგი თავს, როდესაც მოდიოდა და მთელი დღეების განმავლობაში იჯდა ადვოკატთა ასოციაციაში?

 ადვოკატთა ასოციაციის  თანამშრომელთა მხრიდან,  გრიგოლ გაგნიძე რამოდენიმეჯერ იქნა გამოჭერილი  თავმჯდომარის  სახელზე შემოსული ინფორმაციის  გაცნობის მცდელობაში.  იყო  შემთხვევები,  როდესაც გრიგოლ გაგნიძე  ჩემზე ადრე  იგებდა  ადვოკატთა ასოციაციაში შემოსულ ინფორმაციას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ გრიგოლ გაგნიძე დაუკითხავად ასოციაციის თანამშრომლების სამუშაო მაგიდიდან იღებდა  და  ეცნობოდა ადვოკატთა ასოციაციაში შემოსულ დოკუმენტებს, რაზეც  მან  არაერთი  შენიშვნა დაიმსახურა. ადვოკატთა ასოციაციის  აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორმა, ქალბატონმა ქეთევან ჯაფარიძემ, რამოდენიმეჯერ მკაცრად სთხოვა გრიგოლ გაგნიძეს, არ დამჯდარიყო მის კომპიუტერთან და არ ენახა ასოციაციაში შემოსული კორესპონდენცია. ადვოკატთა ასოციაციის  პიარ–სამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ეკა ხიმშიაშვილმა, ასევე,   რამდენიმეჯერ დააფიქსირა ბატონი გრიგოლ გაგნიძე საბუთების ქექვაში და ბოლოს, ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარის თანაშემწემ და დღევანდელი იუსტიციის მინისტრის მრჩეველმა, ქალბატონმა ნათია ჩირიკაშვილმა, გრიგოლ გაგნიძეს ჩემი პირადი კორესპოდენციის კითხვის დროს რამოდენიმეჯერ მიუსწრო, მაგრამ მე, არანაირი ზომები არ მიმიღია.  ვინც  მე მიცნობს, იცის, რომ ტყუილს მე არ ვიკადრებ. იმ ფაქტს, რომ  გრიგოლ გაგნიძე  თითქმის ყოველ დღე  დადიოდა  ადვოკატთა ასოციაციაში, დაადასტურებს  ადვოკატთა ასოციაციის  ნებისმიერი თანამშრომელი, ადვოკატთა კორპუსის  ის  ნაწილი, რომელსაც  შეხება  ჰქონდა  ადვოკატთა ასოციაციასთან. ასევე, აღნიშნულ ფაქტს ვერ უარყოფს თვითონ გრიგოლ გაგნიძე. 

    ვურჩევ გროგოლ გაგნიძეს,  ღირსეულად მოიქცეს.  მე დღეს აქ გავჩერდები  და  თუ კიდევ  მოიხსენიებს  გრიგოლ გაგნიძე  ჩემს სახელს არაღირსეულ კონტექსტში,  იძულებული ვიქნები,  გავაგრძელო  ჩემი  მონათხრობი“ - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.