Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
6-04-2014, 14:08
ნანახია: 898

ნოვოსიბირსკის მერის ვადამდელ არჩევნებზე დაბალი აქტიურობა ფიქსირდება

  მას შემდეგ, რაც ნოვოსიბირსკის ყოფილი მერი ვალდიმერ გოროდეცკი 9 იანვარს დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, შემდეგ კი გუბრნატორ ვასილი უირჩენკოს გადადგომის გამო გუბერნატორი გახდა, ნოვოსიბირსკის მერის ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. დღეს სწორედ ნოვოსიბირსკის მერს ირჩევს მოსახლეობა.

   „იტარ-ტასის“ ცნობით, არჩევნები ადგილობრივი დროთ 9 საათზე დაიწყო და ამომრჩეველთა საკმაოდ დაბალი აქტიურობა ფიქსირდება.

   _“12 საათვისთვის ამომრჩეველთა მხოლოდ 10% მოვიდა ხმის მისაცემად, რაც 2009 წელთან შედარებით ორჯერ დაბალია. ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქის ცენტრალურ საარჩევნო უბანზე მივიდა და უკვე 13,6%-მა მისცა ხმა. მთლიანობაში ნოვოსიბირსკის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება 1 151 472 ამომრჩეველს შეუძლია. არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, ამ დროსთვის მხოლოდ ორი განცხადებაა შემოსული მცირე დარღვევების თაობაზე“-აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოლგა  ბლაგო.

    არჩევნებს 5 ათასი დამკვირვებელი აკვირდება. წესრიგს ყველა საარჩევნო უბანზე პოლიციის ორი თანამშრომელი იცავს. არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს.