22-23 აპრილს მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ

22-23 აპრილს მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ

   სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 22-23 აპრილს მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.

   22-23 აპრილს თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ქალთა #5 დაწესებულება, არასრულწლოვანთა #11 სპეციალურ დაწესებულება, ქსნის #15 დაწესებულება და რუსთავის #17 დაწესებულება) მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან.

    მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოპამნით სარგებლობა მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთია. ვიდეოპაემნის სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებმა პრობაციის ბიუროებში წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი.

   სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივა სოზარ სუბარისგან მომდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: