სკოლა, რომელიც ბორდელად გადაიქცა!

სკოლა, რომელიც ბორდელად გადაიქცა!

   ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ყოფილი 27–ე საჯარო სკოლა ბორდელად გადაიქცა. სკოლის უკან მდებარე ტერიტორია მთლიანად დანაგვიანებულია, ყველგან, სადაც გაიხედავთ პოლიეთილენის ბოთლებს, ლუდის ჭიქებს, "პრეზერვატივებს" ნახავთ.  შენობა ავარიულია, არც კარები აქვს და არც ფანჯრები.  სკოლა 2008 წელს გაუქმდა იმ მოტივით, რომ მის ნაცვლად რაგბის სკოლა გაიხსნებოდა , თუმცა სკოლის ნაცვლად იაფასიანი და დაუცველი ბორდელი გაიხსნა. ყოფილი 27–ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან  ყოველ საღამოს საშინელი ყვრილი, წივილ- კივილი  და საქმის გარჩევები ისმის.

   -"საშინელი ხმა გამოდის, საშინელ მდგომარეობაში ვართ , რამდენჯერმე პოლიციაც კი გამოვიძახეთ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მაგრამ  ყურადღება ვინ მოგვაქცია? ჩვენი მოთხოვნაა ამ ქუჩის დასახლებას მოგვაქციონ ყურადღება.  სკოლის ტერიტორია ძალიან ლამაზი იყო მაშინ, როდესაც სკოლა ფუნქციონირებდა, ახლა კი გადაიქცა ფერმად, სადაც მსხვილფეხა პირუტყვსა თუ ფრინველს  თითქოს სკოლაში ეჩქარებოდეთ"-აცხადებენ გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლები.

   "ივერიონთან" საუბრისას კი ამავე ქუჩის ბინადარმა, ქეთევან ამაშუკელმა განაცხადა:   

   -" საშინელ მდგომარეობაში ვართ . სკოლის ყოფილ ტერიტორიაზე მიდის ქუჩური გარჩევები, ქეიფი, დროსტარება, შემდეგ კი საღამოობით უკვე ბორდელად იქცევა. დალევენ, მერე იჩხუბებენ, შემდეგ კი  მინებს ამსხვრევენ, სკოლას სამინისტრომ ახალი ფანჯრები და  კარებები ჩაუსვა, ესენი კი საერთოდ არ უფრთხილდებიან დავანდალურად არბევენ. ვითხოვთ სკოლის აღდგენას, ვიწყებთ ხელწერილების შეგროვებას, რომ ეს სკოლა ისევ აღდგეს , თორემ  ჩვენ ბავშვებს სკოლაში აღარ ვატარებთ და მერე მოგვაქცევენ ყურადღებას. ამბობენ, რომ სასულიერო სკოლა უნდა გაიხსნას, ჩვენ გვინდა დაბრუნდეს ის სკოლა, რომელიც იყო წლების წინ და ის კოლექტივი, რომელიც ასწავლიდა,  საუკეთესო პედაგოგები იყვნენ. მე -15 საჯარო სკოლაში შეხიზნეს იმდენი ბავშვი და მასწავლებელი, რომ ერთმანეთს ჭამენ, საათებს ვერ იყოფენ. როგორი მაგალითი იქნება მოსწავლისთვის თუ  დირექტორი და პედაგოგი გადაემტერება ერთმანეთს სასწავლო საათის გულისთვის? ამიტომ გვინდა რომ ეს სკოლა აღვადგინოთ და ღამე დაცულად ვიგრძნოთ თავი".

დათო ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: